onlain sesxebi - ყველა

როგორ წააგო მილიონერმა ფეხბურთელმა მთელი ქონება

როგორ წააგო მილიონერმა ფეხბურთელმა მთელი ქონება


ჩრდილოირლანდიელ ფეხბურთელ კიტ გილესპის მთლად ხელმოცარულს ვერ ვუწოდებთ - ახალგაზრდობაში ის ლეგენდარულ "მანჩესტერ იუნაიტედში" გამოდიოდა, შემდეგ კიდევ რამდენიმე ძლიერ პროფესიონალურ კლუბში. თუმცა, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ , ქალაქ ბანგორში მოკრძალებულ სახლში დასახლდა. იქ ვერაფერი გაფიქრებინებდათ იმაზე, რომ ადამიანმა თავისი კარიერის განმავლობაში 7 მილიონი ფუნტი სტერლინგი დააგროვა. თუმცა მთელი ქონება წააგო.

როცა ის "მანჩესტერში" მოხვდა, კიტი ბუკმეკერულ დაწესებულებებს მიეძალა. მით უმეტეს, თავად გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონიც არ იყო აზარტული თამაშების წინააღმდეგი. თუმცა, გილესპი თავის შეცდომებში მწვრთნელს არ ადანაშაულებს, გვარწმუნებს კიდეც, რომ მან თამაში უფრო გვიან დაიწყო.

ერთხელ ფეხბურთელმა გადაწყვიტა გაეგო - მაინც რამდენი წააგო ფსონებზე? დათვლამ დიდი დრო წაიღო: გილესპიმ გადაატრიალა შემოსავლების არქივი და აღმოაჩინა, რომ მთელი მისი ფული ბუკმეკერების ჯიბეში მიდიოდა. მან 7.2 მილიონი ფუნტი სტერლინგი წააგო.

რამდენიმე წლის წინ გილესპი გამოფხიზლდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო - ის გაბანკროტდა. კლინიკაში მკურნალობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ დამოკიდებული აღარ იყო, მაგრამ ახლა აღიარებს, რომ ხანდახან გოლფზე დებს ფსონებს, თუმცა მხოლოდ პატარა თანხით თამაშობს და სევდიანად ამატებს: "ამისათვის აღარც ფული მაქვს ბევრი". ახლა ის დაქორწინებულია და სამი შვილის მამაა, ძველი დრო კი, როდესაც მას უამრავი ფული ჰქონდა უკვე წარსულს ჩაბარდა.

მწარე ამოსუნთქვებით ფეხბურთელი არ შემოიფარგლება, მან მემუარების გამოშვება გადაწყვიტა. მის ჰქვია "როგორ არ უნდა იყოთ ფეხბურთელი მილიონერი". მას დაწვრილებით აქვს აღწერილი სიყვარული აზარტული თამაშების მიმართ და საზღაური, რომლის გადახდაც მას მოუწია.

წყარო: i-fakt.ru