onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები რეკლამაზე

საინტერესო ფაქტები რეკლამაზე

რეკლამა ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მკაცრად ებრძოდა ამას, ქალაქის კედლები მაინც აჭრელებული იყო, იყიდებოდნენ მონები, საქონელი, ასევე აქვეყნებდნენ გლადიატორთა დაგეგმილ ორთაბრძოლებს. გარდაამისა, იურიდიული მომსახურების რეკლამირება ფართოდ იყო გავრცელებული საბერძნეთში.

ახლანდელ დროში იშვიათია ფილმი, რომელშიც ფარული რეკლამა არაა ჩადებული, ამას საკმაოდ კარგი შემოსავალი მოაქვს. თუმცა, კვენტინ ტარანტინომ კატეგორიულად თქვა უარი ასეთ რეკლამირებაზე. მის ფილმებში პერსონაჟები გამოგონილი კომპანიის სიგარეტს ეწევიან, მაგალითად "Red Apple" და სხვა.

თავდაპირველად, წარწერა HOLLYWOODLAND, რომელიც გორაკის დაქანებაზეა განთავსებული, 1923 წელს ლოს-ანჯელესის ახალი კვარტლების დასარეკლამებლად შეიქმნა. მის დემონდაჟს 1,5 წლის შემდეგ გეგმავდნენ. საბოლოოდ ის ოცნებების ფაბრიკის სიმბოლოდ გადააქციეს და ბოლო ოთხი ასო მოაშორეს.

2003 წელს პრაღაში დაიწყო მასშტაბური სარეკლამო კამპანია სუპერმარკეტ "ჩეხური ოცნების" გახსნასთან დაკავშირებით. საზეიმო გახსნის შემდეგ 3000-მა ადამიანმა შიგნით შეაბიჯა და დაინახა, რომ სუპერმარკერი მდელოში მდგარი უბრალო ქსოვილი იყო. ეს აქცია ორმა რეჟისორმა-სტუდენტმა აორგანიზა, ამაზე მათ ფილმი გადაიღეს.

მარკეტინგული მიდგომა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ალკა-ზელცერის ტაბლეტების გაყიდვა, არის რეკლამაში ერთის მაგივრად ორი ტაბლეტის დემონსტრირება. ამავე ილეთს მიმართავენ საღეჭი რეზინის რეკლამებში.

XVIII საუკუნის ბოლოს საფრანგეთში კარტოფილის გასავრცელებლად ანტუან პარმანტიემ მისი მინდვრის გარშემო დაცვა დააყენა, ყოველ საღამოს კი ისინი მიდიოდნენ და გამვლელებს კარტოფილის მოპარვის საშუალებას აძლევდნენ.

წყარო: i-fakt.ru