onlain sesxebi - ყველა

ყველაზე ძვირადღირებული მაღაზია მსოფლიოში

ყველაზე ძვირადღირებული მაღაზია მსოფლიოში

ყველაზე ძვირიანი მაღაზია გახსნა ერაყული წარმოშობის ამერიკელმა მილიარდერმა პაკზად ბიჯანმა და დამაარსებლის საპატივცემულოდ ჰქვია Bijan.

ფასები ამ ექსკლუზივურ ბუტიკში ცამდე მაღალია, მაგალითად კაცის კოსტუმი $50,000-მდე ღირს, ერთი წყვილი წინდა კი $50. მაგრამ Bijan-ის ფასები მომხმარებელს არ აფრთხობს, არამედ იზიდავს კიდეც. ხოლო ყველაზე ცნობილი და ხშირი მყიდველების სახელებს შუშის ფასადზე ტვიფრავენ. ამ სიაში მოხვედრა საკმაოდ პრესტიჟულად ითვლება.

Bijan-ის მარკის მომხმარებელი სამი ამერიკელი პრეზიდენტი იყო - რონალდ რეიგანი, ჯორჯ ბუშ უმცროსი და ბარაკ ობამა. გარდაამისა, ტანსაცმელი და პარფიუმი მისგან ტონი ბლერსა და ვალდიმერ პუტინს, არნოლდ შვარცნეგერსა და ტომ კრუზსსაც შეუძენიათ.

მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიასი მოხვედრა მხოლოდ სპეციალური ჩაწერითაა შესაძლებელი, პრეზიდენტიც რომ იყო, იქ უკვე 40,000-მდე ადამიანია ნამყოფი.

წყარო: i-fakt.ru