onlain sesxebi - ყველა

სალმან რუშდი - მწერალი, რომლის მკვლელობისთვისაც 3 მილიონ დოლარს გადაიხდიან

სალმან რუშდი - მწერალი, რომლის მკვლელობისთვისაც 3 მილიონ დოლარს გადაიხდიან


აჰმედ სალმან რუშდი - ინგლისელი მწერალი, წარმოშობით ინდოელი, რომელიც ერთხელ იმაზე მეტად გახდა ცნობილი, ვიდრე მას სწადდა. თავისი ნაწარმოებით მწერალმა მუსულმანური საზოგადოების მტკიცე ყურადღება მიიპყრო და საქმის გამო დევნის მსხვერპლი გახდა.

წაქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი არის გახმაურებული წიგნის "სატანის ლექსების" ავტორია. ამ წიგნმა მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მუსულმანის მრისხანე პროტესტი გამოიწვია. ბრიტანელი მწერლის სკანდალური რომანი ეხება რელიგიურ თემებს, ხოლო ერთ-ერთი პერსონაჟი ძალიან ჰგავს წინასწარმეტყველ მუჰამედს, ამიტომ ყოველი მუსულმანისთვის აჰმედი ღვღისმგმობელი გახდა. "სატანის ლექსების" შექმნის გამო აიათოლა (მუსულმანი ღვთისმეტყველი) რუჰოლა ხომეინიმ რუშდი 1988 წელს დაწყევლა, სასჯელად სიკვდილი მიუსაჯა და მოუწოდა ყველა მუსულმანს სასჯელის აღსრულებისკენ. ასევე, აიათოლას აზრით, სიცოცხლე უნდა დაესრულებინა არამხოლოდ ავტორს, არამედ ყველას, ვინც ნაწილობრივ მაინც უკავშირდებოდა ამ ნაწარმოების შექმნას.

აღსანიშნავია, რომ ამ "სატანის ლექსებმა" მუსულმანურ სახელმწიფოებში აღშფოთების დიდი ტალღა გამოიწვია. ზანზიბარის ხელისუფლებამ წიგნის შენახვისთვის 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და $2500 ჯარიმა დააწესა; მალაიზიაში ასევე 3 წლიანი ციხე და $7400 - ჯარიმა: ინდონეზიაში - ერთი თვე ციხე ან ჯარიმა. ვენესუელაში წიგნის წაკითხვისათვის 15 თვით ციხეს უსჯიდნენ, იაპონიაში ინგლისურენოვანი ნაწარმოების გამომცემლებს აჯარიმებდნენ. ერთადერთი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსულმანია და წიგნი არ აკრძალულა - თურქეთია. აფეთქდა და დაიწვა წიგნის რამდენიმე მაღაზია აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, მოკლედ იაპონურად მთარგმნელი, დემონსტრაციებზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჭყლეტვისგან 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100 - დაშავდა.

1989 წლის 16 თებერვალს რუშდი მოხვდა დიდი ბრიტანეთის მოწმეთა დაცვის პროგრამაში. ამ კონფლიქტმა ბრიტანეთი და ირანი დიპლომატიური ურთიერთობების გარღვევამდე მიიყვანა, ინგლისის მთავრობა საერთოდ არ აპირებდა თავისი მოქალაქის მუსულმანებისთვის გადაცემას, მით უმეტეს, მწერალი სამეფო ლიტერატურული საზოგადოების წევრი და ბუკერის პრემიის ლაურეატი იყო. ცეცხლზე ნავთი დაასხა იმ ფაქტმაც, რომ ირანელებმა რუშდის თავისთვის 2 მილიონი აშშ დოლარი დააწესა.

დროთა განმავლობაში ჯილდოს ოდენობა 2,5 მილიონამდე გაიზარდა. მისი მიღება შეეძლო არამხოლოდ მუსულმანს, არამედ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც რუშდის მკვლელობის მტკიცებულებას წარმოადგენდა.

კონფლიქტის მოგვარება რუშდიმ ბოდიშის მოხდით სცადა, თუმცა აიათოლას მემკვიდრემ - ალი ხამენეიმ - განაცხადა, რომ მას ვეღარაფერი იხსნიდა გარდაუვალი სასჯელისგან.

1998 წლისთვის ხელისუფლებაში მოვიდა პრეზიდენტი ხათამი. დასავლეთთან ურთიერთობის მოგვარების მიზნით, ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არანაირ ზომებს აღარ მიიღებდა რუშდის წინააღმდეგ. თუმცა ქვეყანასი იყო ლეგალური მოძრაობა "რევოლუციური გვარდია", რომლის წევრებიც ავტორისგან ასე უბრალოდ ყველა ცოდვის ჩამორეცხვას არ აპირებდნენ. "გვარდიის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუშდის განაჩენი ისევ ძალაში იყო და ახლა ჯილდო 3,3 მილიონ დოლარს შეადგენდა.

2007 წელს აჰმედ სალმან რუშდის მიენიჭა რაინდის ტიტული, რამაც ირანული საზოგადოებიდან აღშფოთების მორიგი ტალღა გამოიწვია. 2016 წლის თებერვალში ირანის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯილდოს კიდევ 600 000 ემატებოდა. თუმცა, ჯილდო როგორიც უნდა ყოფილიყო, ავტორი დღემდე ცოცხალია და საზოგადოებას სადღაც ბრიტანეთის ტერიტორიაზე ემალება.

წყარო: i-fakt.ru