onlain sesxebi - ყველა

რამდენმა კინომსახიობმა მოირგო შერლოკ ჰოლმსის როლი?

რამდენმა კინომსახიობმა მოირგო შერლოკ ჰოლმსის როლი?


ეკრანიზაციის რიცხვით (200-ზე მეტი) გამომძიებელი ჰოლმსისა და ექიმი ვოტსონის თავგადასავლებმა ყველა რეკორდი მოხსნეს. ხოლო თავად ჰოლმსის როლი 80-მა ადამიანმა შეასრულა.

არტურ კონან დოილის ნაწარმოების მთავარი გმირი პირველად 1900 წელს განასახიერეს. ამერიკელმა რეჟისორმა 30 წამიანი ფილმი გადაიღო. რგოლს სახელად "ჩაფიქრებული შერლოკ ჰოლმსი" ეწოდა. ჰოლმსის სასტუმრო ოთახში შეპარული ქურდი თავად გამომძიებელმა გამოიჭირა. თუმცა ბოროტმოქმედს უცნაური თვისება ჰქონდა - მას შეეძლო აორთქლებულიყო. ეს მას გაქცევაში დაეხმარა, თავად ჰოლმსი კი ფირად ჩაფიქრებული დარჩა. სამწუხაროდ ფილმში მონაწილე მსახიობთა სახელები არ შემონახულა.

1905 წელს ინგლისელმა რეჟისორმა გადაიღო ფილმი "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლები". ამჯერად მსახიობის სახელი და გვარი, რომელმაც დიდი გენიოსის როლი შეასრულა, შემონახულია. ეს იყო ამერიკელი გილბერტ მ. ანდერსონი.

ბეზილ რეტბოუნმა ჰოლმსის როლი 14-ჯერ (რეკორდი!) შეასრულა 1939-1946 წლებში. სხვათა შორის, მას თეატრალური განათლება არ ჰქონია., კარიერის დაწყებამდე ის სადაზღვეო აგენტი იყო.

80 მსახიობს შორის, რომლებმაც შერლოკ ჰოლმსის როლი შეასრულეს, შავკანიანიც კი იყო. მას სემ რობინსონი ერქვა.

1984 -1994 წელს დიდ ბრიტანეთში წარმატებით გავიდა სერიალი "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლები", სადაც მთავარი როლი ჯერემი ბრეტმა შეასრულა. მისი ნამდვილი გვარი ჰაგინსი იყო., თუმცა, ახალგაზრდობაში, როცა ჯერემიმ სამსახიობო კარიერის დაწყება გადაწყვიტა, მამამისმა ეს მისი გვარისთვის სირცხვილად მიიჩნია, ამიტომ მას ფსევდონიმის გამოგონება მოუხდა.

ჰოლმსის როლის შემსრულებლები ბევრნი არიან, მაგრამ ვინაა მათგან საუკეთესო? თავად ინგლისელებიც კი აღიარებენ, რომ გენიალური გამომძიებლის როლს საუკეთესოდ ვასილი ლივანოვი ასრულებდა. მას 70-80-იან წლებში იღებდნენ შერლოკის ფილმებში.

წყარო: i-fakt.ru