onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ფულის გამყალბებლებზე

საინტერესო ფაქტები ფულის გამყალბებლებზე

ყველაზე ძველი ყალბი ფული არის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6-ე საუკუნით დათარიღებული ვერცხლის მონეტის ასლი კ. ეგინადან. გაყალბებული მონეტა დამზადებულია სპილენძითა და ვერცხლის საფარით, შერულების ტექნიკა უმაღლესია.

გავრცელებული იყო მონეტის გაფუჭებაც - მეტალის კუთხიდან ჩამოჭრა მისი წონის შესამსუბუქებლად.

უახლეს ისტორიაში ფულის გაყალებებით სახელმწიფო დონეზე იყვნენ დაკავებულები, მოწინააღმდეგე ქვეყნის ეკონომიკისსათვის ძირის გამოთხრის მიზნით. ერთ-ერთი პირველი იყო ნაპოლეონი, რომელიც 1812 წელს რუსულ ფულს აყალბებდა.

იმისათვის, რომ პირველი ქაღალდის ფული გაყალბებისგან დაეცვათ, მათზე უამრავი ორნამენტი იბეჭდებოდა, ტექსტს კი ყოველთვის განსაკუთრებული შრიფტი ჰქონდა. მაგალითად, სამხრეთ კაროლინაში, ინგლისურ სიტყვებს ძველებრაულად ან ძველბერძნულად კრეფდნენ.

19-ე საუკუნის 60-იან წლებში ფართოდ იყო გავრცელებული გამყალბებლებისგან მათი აღჭურვილობისა და მატერიალების შესყიდვის პრაქტიკა. ამერიკის ხელისუფლებამ ერთხელ, ხმაურის გარეშე, 25 000 დოლარად მთელი არალეგალური ზარაფხანა შეიძინა.

ჰიტლერმა ყალბი ფასიანი ქაღალდებითა და ვალუტით მთელი მსოფლიო დატბორა. ნაცისტური რეჟიმის განადგურების შემდეგ გერმანულ ხელისუფლებას თავის ტერიტორიაზე ფულის ბეჭდვა აეკრძალა. 1955 წლამდე დასავლეთ გერმანიისათვის ფულს ლონდონი ბეჭდავდა, თუმცა ოფსეტური ბეჭდისა და წყლის ნიშნის გარეშე.

საბჭოთა კავშირში ნომერი პირველი გამყალბებელი იყო ვიქტორ ბარანოვი, რომელიც კუპიურებს ორიგინალზე კარგად ბეჭდავდა. ფულის ბეჭდვაში მიღწეული დამსახურებისთვის, რომელიც მან სიამოვნებით გაუზიარა მთავრობას, ფულის გამყალბებელს დახვრეტის განაჩენი შეუცვალეს და 10 წლით კოლონიაში გაუშვეს.

ყველაზე გავრცელებული გაყალბებული ევრობანკნოტი არის 50-იანი. ყველაზე იშვიათად აყალბებენ 5,10 და 500 ევროს.

თურქეთში გადაწყვიტეს, რადგან ხალხს ასე უნდოდა საკუთარი ფულის დაბეჭდვა, ეს საქმიანობა ლეგალიზებული ყოფილიყო. ახლა თურქული ფულის დაბეჭდვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მთავარია ლიცენზია.

ფულის გაყალბებისათვის სასჯელი თითქმის ყველგან ყოველთვის მკაცრი იყო. შუა საუკუნეებში ფულის გამყალბებლებს ცხელ წყალში ხარშავდნენ ან ყელში გმდნარ მეტალს ასხამდნენ (ჩვეულებისაებრ - ტყვიას, რადგან ყალბი მონეტები ძირითადად მისგან მზადდებოდა).

რუსეთის იმპერიაში ასეთი სასჯელი იყო: "საკრედიტო ბილეთების გამყალბებლებს ჩამოერთმევათ ყველანაირი საკუთრების უფლება და გაიგზავნებიან ციმბირში". ასეთი სასჯელი იყო საბჭოთა კავშირშიც.

წყარო: i-fakt.ru