onlain sesxebi - ყველა

რა არის "ბანკროტი"?

რა არის "ბანკროტი"?

კრიზისის დროს ხშირად გვესმის სიტყვა "ბანკროტი". სხვადასხვა დაწესებულებებისა და ფინანსური სტრუქტურების გაბანკროტება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. როგორ გაჩნდა ტერმინი "ბანკროტი' და რას ნიშნავს იგი?

უძველესი დროიდან ერთი სახელმწიფოს მონეტებს მეორისაზე ფულის გამცვლელები ცვლიდნენ. მათი საქმიანობა დღევანდელი ვალუტის გამცვლელი პუნქტებისას მოგვაგონებდა. ისინი დიდ საპორტო ქალაქებში ან სავაჭრო მოედნებზე ისხდნენ.

ფულის გამცვლელებმა შესანიშნავად იცოდნენ საკუთარი საქმე - ადგილზევე შეეძლოთ მონეტის ნამდვილობისა და მისი კურსის დადგენა სხვა ქვეყნის მონეტებთან მიმართებაში. ბიზნესის წარმატებისთვის მათ ყოველთვის ჰქონდათ მომარაგებული სხვა ქვეყნის მონეტები.

ფულის გამცვლელები წევრიანდებოდნენ საპარტნიორო გილდიებში და ჰყავდათ წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში.

მრავალი შეძლებული ვაჭარი ფულის შენახვას ფულის გამცვლელებთან ამჯობინებდა. როცა სხვა ქვეყნებში მიემგზავრებოდნენ, ფული თან არ მიჰქონდათ, რაც ძალიან საშიში იქნებოდა, არამედ ფულის გამცვლელისგან ჩეკს იღებდნენ და საკუთარი თანხა პრაქტიკულად ადგილზე ხვდებოდათ.

ჯერ კიდევ 12-ე საუკუნეში გენუაში ფულის გამცვლელებს ბანკირებს უწოდებდნენ. ეს სიტყვა იტალიური banco-სგან მოდიოდა, რაც სკამს ნიშნავდა. დიახ, ეს სწორედ ის სკამი იყო, რომელზეც ეს ადამიანები ისხდნენ.

სწორედ ამ სკამმა მისცა მოგვიანებით სახელი ბანკებს - ფინანსურ დაწესებულებებს, რომლებიც ფინანსებს იზიდავენ და სესხებს გასცემენ.

სწორედ ფულის გამცვლელებმა დაუდეს საფუძველი ახლანდელ მსხვილ ფინანსურ დაწესებულებებს. დროთა განმავლობაში ისინი უზარმაზარ თანხას აგროვებდნენ, მათთან ინახებოდა უამრავი ადამიანის, როგორც ელიტის, ასევე უბრალო მოსახლეობის ქონება.

ისინი ხშირად აფინანსებდნენ საეჭვო პროექტებს: მეკობრეულ ექსპედიციებს, მონებით ვაჭრობას. კაპიტალის პირველადი დაგროვების ეპოქა საშინელ დანაშაულებებს მოიცავდა.

გვერდს ვერ ავუვლით თარლითობას გაცვლით ოპერაციებში. ყველა ვერ ფლობდა იმდენ ცოდნას ფინანსებში, რამდენსაც თავად ფულის გამცვლელები. ამიტომაც უბრალო ადამიანისთივს შეიძლებოდა ყალბი მონეტა შეეჩეჩებინათ. თუმცა, როცა მათ ტყუილში გამოიჭერდნენ, სასჯელიც არ აყოვნებდა. განრისხებული მოქალაქეები აგდებდნენ მატყუარას საკუთარი სკამიდან და მას ამტვრევდნენ. ამიტომაც წარმოიშვა ტერმინი "banca rotta", რაც პირდაპირი თარგმანით "დამტვრეულ სკამს" ნიშნავს.

წყარო: i-fakt.ru