onlain sesxebi - ყველა

სად და როდის შემოიღეს გადასახადი ფანჯარაზე

სად და როდის შემოიღეს გადასახადი ფანჯარაზე


1696 წელს ინგლისში ფანჯრის გადასახადი დაწესდა. თუმცა ეს გადასახადი არ ვრცელდებოდა თითოეულ ფანჯარაზე. მეპატრონეებს, რომლებსაც 10-14 ფანჯარა ჰქონდათ, ერთი თანხა უნდა გადაეხადათ, ვისაც 15-16 ჰქონდა - იმას სხვა და ა.შ. ეს კანონი ვილიამ III-მ შემოიღო ხაზინის ასავსებად.

1747 წლიდან 1808 წლამდე გადასახადმა ექვსჯერ მოიმატა. მისი აკრეფა ძალიან ადვილი იყო, რადგან ფანჯრებ პირდაპირ ქუჩიდან ჩანს. ამან იქამდე მიიყვანა ხალხი, რომ მატ მცირე ფანჯრებით ან საერთოდ უფანჯროდ დაიწყეს სახლების შენება. გადასახადი ცუდად შეეხო შუშის წარმოებას.

ინგლისელი მედიკოსები იმას აპროტესტებდნენ, რომ ამ საშინელი გადასახადის გამო ქვეყანაში მრავალსაცხოვრებლიანი სახლების შენება ფანჯრების გარეშე დაიწყეს. სწორედ იქ ვრცელდებოდა სინესტე და კიდევ ათასი რამ. კანონი საბოლოოდ 1851 წელს შეიცვალა სახლის კანონით.

მსგავსი გადასახადი ნაპოლეონსაც ჰქონდა დაწესებული. ის საფრანგეთში 1798 წლიდან 1926 წლამდე არსებობდა და კარისა და ფანჯრის გადასახადი ერქვა.

წყარო: i-fakt.ru/