onlain sesxebi - ყველა

ვინ მოიგონა სპამი?

ვინ მოიგონა სპამი?

თქვენთვის ცნობილია, რომ სპამს უწოდებენ სარეკლამო ბმულებს, რომლების მიმართ ადრესატს ინტერესი არ გააჩნია. არ დაიჯერებთ, მაგრამ თავად სიტყვა "სპამი" უფროსია როგორც ინტერნეტზე, ასევე ბევრ მომხმარებელზეც კი.

თავდაპირველად სიტყვა "SPAM" 1936 წელს გაჩნდა. ის იშიფრებოდა როგორც SPiced hAM, ანუ "ცხარე ლორი" და საკონსერვო კომპანიის Hormel Foods Corporation-ის სავაჭრო ნიშანი იყო.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საომრად მომზადებული კონსერვების უზარმაზარი მარაგი შემორჩა მსოფლიოს. SPAM-მა ცოტა ხნით ხორციც კი ჩაანაცვლა. ომის შემდგომ არაერთ გაღარიბებულ ოჯახს სჭირდებოდა ეს იაფი პროდუქტი, თუმცა თანდათან SPAM-ი ყველა ბრიტანელს მობეზრდა. იმისათვის, რომ რაღაცნაირად გაეყიდა ყოველი ნაწარმი, Hormel Foods-მა დიადი სარეკლამო კამპანია ჩაატარა. სიტყვა "SPAM" ეწერა ყველგან: მაღაზიებში, ავტობუსებსა და გემებზე, სახლების ფასადებსა და გაზეთებში. "სპამის" რეკლამა რადიოშიც კი ტრანსლირებდა.

დროთა განმავლობაში სპამი გაიყიდა და დავიწყებას მიეცა, მაგრამ 1986 წელს, Usenet-ის კონფერენციაზე გაჩნდა დევიდ როდესის ერთნაირი წერილები. ის ახალ ფინანსურ პირამიდას არეკლამებდა და ერთ-ერთ მომხმარებელს ბმულებით გული ისე შეუწუხდა, რომ გაახსენდა ამბავი SPAM-ზე და მოცემული რეკლამა სპამად შერაცხა. ასე წარმოიშვა სიტყვა "სპამი", რომელიც გარდაიქმნა კომპიუტერულ ტერმინოლოგიად და შემაწუხებელ სარეკლამო ბმულებს აღნიშნავს.

წყარო: i-fakt.ru