onlain sesxebi - ყველა

ჩინელმა მეთევზემ უჩვეულო რამ დაიჭირა

ჩინელმა მეთევზემ უჩვეულო რამ დაიჭირა


ადვილად გავუგებთ მეთევზეს, რომელიც თევზის მაგივრად რაღაც უსარგებლო ნივთს ამოიტანს წყლიდან. მაგალითად, ძველი ფეხსაცმელი, ან მსგავსი რამ. აი ვინმე მინ კუოკი საოცრად აღშფოთდა, როდესაც 2014 წელს სათევზაო ბადის შემოწმებისას იქ სამი მეტრის სისქის ხის ნაჭერი იპოვა.

რა თქმა უნდა, 58 წლის მეთევზის პირველი სურვილი ამ ხის მოშორება იქნებოდა. თუმცა, უეცრად, მინმა სპეციფიური სუნი იგრძნო, რომელიც ხიდან მოდიოდა. მან პატარა ნაწილი მოტეხა და ხეზე ყვითელი ზეთი დაინახა, რომლისგანაც ეს სუნი მოდიოდა.

მისი იმედგაცრუება აღფრთოვანებით შეიცვალა: მის წინ ალოეს ხე ეგდო. მისი გული ძალიან ძვირად ფასობს აზიაში. ფისისებრი ნივთიერება, რომელსაც ხე გამოყოფს, ხშირად გამოიყენება მედიცინასა და პარფიუმერიაში და საკმაოდ კარგი ფასიც აქვს. სხვათა შორის, ის ჯერ კიდევ ბიბლიაშია მოხსენიებული, ხოლო ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ითვლება, რომ ალოეს ხე კოსმოსის ენერგიას ინახავს, ამიტომაც ფლობს ამხელა ძალას.

ახლანდელ დროში ამ ხეს მხოლოდ გაუვალ ჯუნგლებში თუ შეხვდებით, მხოლოდ იქ, სადაც ჩვეულებრივი ადამიანისატვის ფეხის დადგმა პრაქტიკულად შეუძლებელია. თავგადასავლების მოუმზადებელ მძებნელს აქ უამრავი საფრთხე ემუქრება. ალოეს ხის გულის მოპოვებით დაკავებულები არიან მხოლოდ ადგილობრივი მონადირეები, რომლებისთვისაც ჯუნგლები მშობლიური სახლია.

როცა ძვირადღირებულ ხეს აღმოაჩენენ, ნაწილ-ნაწილ შლიან და სოფელში მიაქვთ, შემდეგ ყიდიან. სწორედ ამ პროცედურების სიძნელის გამო ღირს ალოეს ხის შიგთავსი. წარმოიდგინეთ მეთევზის რეაქცია, როდესაც მას ამ განძის დაახლოებითი ფასი უთხრეს. ერთი შეხედვით უბრალო ხის ნაჭერი მილიარდ ჰონკონგურ , ანუ 128 მილიონ ამერიკულ დოლარად შეფასდა.

მინმა ნადავლის გაყიდვა გადაწყვიტა, თანხის ნაწილი კი ქველმოქმედებას შესწირა. საინტერესოა, გააგრძელებ თუ არა ის მეთევზეობას, თუ, მაღალი კაპიტალით, რაიმე სხვა საქმეს იპოვის?

წყარო: i-fakt.ru