onlain sesxebi - ყველა

რეისი FedEx 795 - ავიაკატასტროფა დაზღვევისათვის

1994 წლის 7 აპრილს 42 წლის ბორტინჟინერი ობორნ კალოუეი, რომელიც სატრანსპორტო კომპანია Federal Express-სი მუშაობდა, ავიდა თვითმფრინავის ბორტზე, თანაც განზრახული ჰქონდა საკუთარი თავისა და ეკიპაჯის წევრების მკვლელობა და საჰაერო ავარიის იმიტირება. ის იმედოვნებდა, რომ მისი სიკვდილის გამო ოჯახი საკმაოდ დიდ კომპენსაციას მიიღებდა.

კალოუეი არასოდეს გადაწყვეტდა ასეთ რამეს, თუმცა სამუშაოზე მიღებისას მოიტყუა მრავალწლიან გამოცდილებაზე, როცა ეს აღმოაჩინეს, მას გაგდება დაემუქრა.

თვითმფრინავი ტენესიდან კალიფორნიაში ელექტრონიკით დატვირთული მიფრინავდა. ობორნი ბორტზე გიტარის საფარით ავიდა, რომელშიც რამდენიმე ჩაქუჩი და წყალქვეშა ნადირობისთვის განკუთვნილი თოფი. ის აპირებდა კაბინაში საუბრის ჩამწერის გამორთვას, შემდეგ კი ჩაქუჩებით ეკიპაჟის სხეულზე ავიაკატასტროფისთვის დამახასიათებელი ჭრილობების მიყენებას (წარსულში ის საბრძოლო ხელოვნებით იყო დაკავებული). თოფი ყოველი შემთხვევისთვის ჰქონდა წამოღებული. თუ კალოუეის რამე გამოუვიდოდა მისი ოჯახი კომპენსაციის სახით 2.5 მილიონ დოლარს მიიღებდა.

საბედნიეროდ, კალოუეის გეგმამ არ გაამართლა. ერთ-ერთმა პილოტმა შეამჩნია ხმის გამორთული ჩამწერი და ჩართო იგი. აფრენიდან 20 წუთში ობორნი პილოტთა კაბინაში ჩაქუჩით შევარდა და ურტყავდა ყველაფერს, რაც კი მოძრაობდა. ეკიპაჟის თითოეულ წევრს ჩაქუჩი რამდენჯერმე მაინც მოხვდა. როგორც შემდეგ ყვებოდნენ, კალოუეი ამას არაფრისმთქმელი, უემოციო სახით აკეთებდა. ამერიკაში ამაზე ამბობენ "just a business".

უსასტიკესი ჩხუბის შემდეგ ეკიპაჟმა შეძლო ობორნის ძირს დაგდება და მისი შეკვრა. ამ დროის განმავლობაში თვითმფრინავი რამდენჯერმა აფრინდა მისი შესაძლებლობის საზღვარზე და ყველას ჩამოვარდნის საფრთხე შეუქმნა.

პილოტები ავარიულად დაეშვნენ მემფისის აეროპორტში. ობორნი დააკავეს. თითოეულმა წევრმა მძიმე ტრავმა მიიღო. პირველი პილოტის ჯეიმს ტაკერის ქალა რამდენინე ადგილას იყო ჩამსხვრეული - ამის გამო მას მარჯვენა კიდურების მოტორიკასთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდა. კაპიტანმა დევიდ სანდერსმა თავის უამრავი დაზიანება მიიღო. მედიკოსებს მისთვის მარჯვენა ყურის გაკერვა მოუხდათ.. მთლიანად თვითმფრინავისათვის მიყენებულმა ზარალმა 800 000$ შეადგინა.
1994 წელს ეკიპაჟის წევრები დააჯილდოვეს გმირობისათვის - ეს უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც შეიძლება ამერიკელმა პილოტმა მიაღწიოს.

წყარო: i-fakt.ru