onlain sesxebi - ყველა

ფაქტები ცნობილი ბრენდების სახელებზე

Apple
ეს დამაარსებლის, სტივ ჯობსის საყვარელი ხილია. მან თქვა, რომ კომპანიას ამას დაარქმევდა, თყ 5 საათის განმავლობაში კოლეგები რამე უკეთესს ვერ მოიფიქრებდნენ. როგორც ჩანს, მათ ფანტაზია არ ეყოთ.

CISCO
საინტერესოა, რომ ეს არაა შემოკლება, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ სან-ფრანცისკოს უკანასკნელი ორი მარცვალი.

Compaq
ეს სახელი წარმოიქმნა COMP-იდან, რაც კომპიუტერს ნიშნავს და PAQ-ისგან, რაც პატარა ობიექტის აღსანიშნად გამოიყენეს.

Corel
დასახელება წამოვიდა დამაარსებლის მაიკლ კოპლანდის გვარის დასაწყისისგან.

Google
ეს სიტყვა ნიშნავს 1-ს ასი ნულით.

Hotmail
საფოსტო სერვისის დამაარსებელმა,. ჯეკ სმიტმა, გადაამოწმა ყველა შესაძლო სახელი, რომელიც სიტყვა mail-ზე მთავრდებოდა და საბოლოოდ არჩევანი Hotmail-ზე შეაჩერა. ის შეიცავს "HTML-ის" - ვებ-საიტის პროგრამირებისთვის საჭირო კოდის ასოებს.

Hewlett Packard
ბილ ჰიულეტმა და დეივ პაკარდმა მონეტაა ააგდეს, რათა გადაეწყვიტათ, ექმეოდა მათ მიერ დაარსებულ კომპანიას Hewlett-Packard თუ Packard-Hewlett.

Intel
ბობ ნოისსა და გორდონ მურს სურდათ თავიანთი კომპანიისათვის 'Mur Noyce' დაერქვათ, მაგრამ ეს სახელი უკვე სასტუმროთა ქსელის სავაჭრო მარკა იყო, ამიტომაც მათ გადაწყვიტეს კომპანიისთვის დაერქვათ internal(შიდა) electronic(ელექტრონიკა).

Lotus
მიტჩ კაპორმა კომპანიას სახელი "ლოტოსის პოზის" საპატივცემულოდ უწოდა. ოდესღაც კაპორი იოგის მასწავლებელი იყო.

Microsoft
ბილ გეიტსმა გადაწყვიტა კომპანიისათვის, რომელიც კომპიუტერების პროგრამულ უზრუნველყოფას ეძღვნებოდა, Micro-Soft(მიკროპროგრამები) დაერქვა, დეფისი კი მოგვიანებით მოშორდა.

Motorola
დამაარსებელმა პოლ გალვინმა ეს დასახელება მაშინ მოიფიქრა, როცა მისმა კომპანიამ ავტომობილებისათვის რადიოზ დამზადება დაიწყო. პოპულარულ რადიოს მაშინ Victorola-ს უწოდებდნენ.

ORACLE
ლარი ელისონი და ბობ ოტსი ცსს-ისთვის კონსალტინგურ პროექტზე მუშაობდნენ. პროექტის კოდური დასახელება Oracle იყო. საბოლოო ჯამში ის დახურეს, მაგრამ ლარიმ და ბობმა გადაწყვიტეს დაემთავრებინათ ის, რაც დაიწყეს და შექმნეს მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის ძრავი შექმნეს. მოგვიანებით კომპანიას Oracle უწოდეს.

Sony
დასახელება გაჩნდა ლათინური სიტყვისგან "Sonus", რაც ხმას ნიშნავს.

Yahoo!
სიტყვა პირველად ჯონათან სვიფტმა გამოიყენა თავის წიგნში "გულივერის მოგზაურობა". ეს ნიშნავს ჩამორჩენილ ადამიანს! საინტერესოა, რომ კომპანიის დამაარსებლები ჯერი იანგი და დევიდ ფილო თავებს ასეთებად თვლიდნენ.

წყარო: i-fakt.ru