onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ხუთ ფრანკიან მონეტებზე

საინტერესო ფაქტები ხუთ ფრანკიან მონეტებზე

ხუთ ფრანკიანი მონეტები ბრუნვაში 1804 წელს ნაპოლეონმა ჩაუშვა. მათ დიდი ზომა და სიმძიმე გააჩნდათ, ხალხი ერიდებოდა ამ მონეტების ბანკში აღებას. არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად ნაპოლეონმა გონივრული გზა მონახა. მისი ბრძანებით ერთ-ერთ ხუთ ფრანკიან მონეტაში ჩაიდო 5 მილიონი ფრანკის ღირებულების ჩეკი. ამ თანხის მიღებას მპოვნელი სახელმწიფო ბანკში ჩეკის წარდგენის შემდეგ შეძლებდა.

ცოტა ხანში თითოეული გამოშვებული ხუთი ფრანკი ბრუნვაში აღმოჩნდა. დაიწყო მონეტა-განძზე უაზარტულესი ნადირობა. ისტორიას არ ახსოვს მეტად ორიგინალური ლატარეა.
თუმცა 5 მილიონიანი ჩეკი, ნაპოლეონის მიერ პირადად ხელმოწერილი, დღემდე არავის მიუტანია ბანკში. საერთოდ თუ არსებობს ასეთი მონეტა? ამ კითხვაზე გვპასუხობენ: "ნაპოლეონს უნდა დავუჯეროთ". ცნობილია კიდევ სხვა რამ: ჩვენი ასწლეულის დასაწყისში საფრანგეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ჩეკიანი მონეტის გამოშვების ფაქტი, თუმცა მისი წარდგენისას გვპირდებოდნენ მხოლოდ 5 მილიონ ფრანკსა და რამდენიმე ასეულ წელიწადში დაგროვილ პროცენტს. სადაა ახლა ეს მონეტა? მისი საიდუმლო დღემდე არ ამოხსნილა.

წყარო: i-fakt.ru/