onlain sesxebi - ყველა

რატომ ვყიდულობთ ინტერნეტში?

ინტერნეტ გაყიდვების გლობალური ბაზარი მუდმივად იზრდება - ამ კვირაში Alibaba - მ ერთ დღეღამეში გაყიდული საქონლის ახალი რეკორდი დაამყარა. თუ რატომ ხდება ეს - მოგვიყვნენ ონლაინ მაღაზიების, სარეკლამო კომპანიების, საძიებო სისტემათა და მკვლევართა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა eCom21-ის კონფერენციაზე.

«distributed» commerce - მიწოდებითი კომერცია
მყიდველს აღარ სჭირდება საიტზე შესვლა, რათა საქონელი შეიძინოს. ახლა ყიდვა პირდაპირ სტატიიდან, ბლოგიდან, მესენჯერიდან ან სოციალური ქსელიდან შეიძლება. ეს ამცირებს კლიკების რაოდენობას, რომლებიც მყიდველსა და პროდუქტს შორის დგანან. ასევე ადამიანს იმპულსურად აკეთებინებს შენაძენს.

საერთაშორისო მარკეტპლეისები
ადგილობრივი ონლაინ გაყიდვების მნიშვნელოვანი წილი უკვე მსხვილ საერთაშორისო სავაჭრო საიტებზე მოდის - Amazon, eBay, ALIEXPRESS და სხვ. ზოგიერთი მომხმარებლისათვის სწორედ ეს საიტები ხდებიან ონლაინ შოპინგში "შესასვლელები". ჩინური მარკეტპლეისების შემთხვევაში საშუალება გაქვთ 1-2 დოლარად გამოსცადოთ, როგორ მუშაობს ონლაინ შოპინგი.

ინტერნეტის პოპულარობა
რაც უფრო დიდ დროს ვატარებთ ვატარებთ ქსელში, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ჩვენ რაიმეს შევიძენთ. შემდეგი ნაბიჯი - ონლაინ გაყიდვების გადასვლა სმარტფონებში.

ლოჯისტიკა

ნივთის ფოსტით სწრაფად და მარტივად მიღება კიდევ ერთი პლიუსია ონლაინ გაყიდვებისათვის. ამ სერვისის აშშ-სა და ჩინეთში განვითარება სწორედ კარგი ლოგისტიკის დამსახურებაა.

რეკლამა

რეკლამის გამოჩენა ინტერნეტში არა მარტო აფორმირებს ჩვენს დამოკიდებულებას ამა ტუ იმ ბრენდებთან, არამედ გვაიძულებს კიდეც რაიმეს შეძენას. ამ ტრენდის გავლენა მხოლოდ გაიზრდება მისი "პერსონალიზაციის" შესაძლებლობების გამო.

კონფერენციის წევრებმა თავიანთი აზრი გამოთქვეს იმაზე, თუ როგორ განვითარდება მომავალში e-commerce.

რატომ ვყიდულობთ ინტერნეტში?

წყარო: https://psm7.com