mome.ge

ყველაზე საშინელი მოთამაშე აზარტულ თამაშებში

ყველაზე საშინელი მოთამაშე აზარტულ თამაშებში


ამერიკელი მილიონერი ტერენს ვატანაბე წაგებების რეკორდსმენია: მის ანგარიშზეა 5 მილიონი დოლარი ერთ თამაშში, 127 მილიონი ერთ წელიწადში და 200 მილიონი რამდენიმე წელიწადში.

მისი ოჯახი ჯერ კიდევ 30-იან წლებში იაპონიიდან შეერთებულ შტატებში გადმოვიდა, სადაც მისმა მამამ, ჰარიმ, შექმნა ფირმა ორიენტალ ტრეიდინგ კო. რა თქმა უნდა, ტერენსმა და მისმა დამ, სკოლის დამთავრებისთანავე, მუშაობა მამის კომპანიაში დაიწყეს. იაპონური ტრადიციების მიხედვით, უკვე 20 წლის ასაკში, ტერენსმა, როგორც ოჯახის უფროსმა ვაჟმა, კომპანიის სადავეები საკუთარ ხელში მოაქცია. მისი ცოდნის წყალობით ტერენსმა პატარა კომპანია უზარმაზარ ინდუსტრიად გადააქცია, რომლის შემოსავალი წელიწადში 300 მილიონ დოლარს შეადგენდა. თუმცა 2000 წელს ტერენსმა კომპანიის გაყიდვა გადაწყვიტა. მას აღარ უნდოდა ზედმეტი დატვირთვა, არამედ მეცენატობა და გართობა. მან უამრავ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, საბოლოოდ მხოლოდ კაზინოში თამაში არჩია.

პირველი ბზარი მაშინ გაჩნდა, როცა Wynn Casino-ში მან $21 მილიონი წააგო. ალკოჰოლსა და თამაშზე დამოკიდებულების გამო ტერენსს, თავისივე სიკეთისთვის, იქ გამოჩენა აეკრძალა.

2007 წლის განმავლობაში Rio Hotel-სა და Caesars Palace-ში ვატანაბემ $127 მილიონი გაფლანგა. ეს წაგება მსოფლიოში უდიდესად ითვლება. მას შეეძლო დღეების განმავლობაში ეთამაშა ფსონებზე, რომლებიც სპეციალურად მისთვის მაღლდებოდნენ. მას ძალიან უყვარდა ბლექჯეკი, რულეტი და ვიდეო სლოტები. ამ ყველაფერთან ერთად მას არ აღელვებდა არც თამაშიც მიმდინარეობა, არცსტრატეგიები, არც მისი დამოკიდებულება.

ის ასევე ძალიან გულუხვი იყო. ხშირად ურიგებდა კაზინოს თანამშრომლებს 100 დოლარიან კუპიურებს, მაშინაც კი, როცა მინუსში იყო. ერთი სიტყვით, ის იყო მშვენიერი კლიენტი, რომელსაც მხოლოდ ადრენალინის გამოყოფა უნდოდა.
კაზინოს ხელმძღვანელობას ეთიკის საკითხებზე თავი არ შეუწუხებია. თუ ადამიანს თამაში სურს - უნდა დეხმარო. ტერენსს აშკარად ათრობდნენ საუკეთესო ალკოჰოლური სასმელებით და არასოდეს ეუბნებოდნენ უარს თამაშზე, როგორ მდგომარეობაშიც უნდა ყოფილიყო ის. მას ძვირადღირებულ საჩუქრებს სჩუქნიდნენ. ნახევარ მილიონზე მეტ წაგებაზე მას 15%-ს უბრუნებდნენ (ის კი თითო თამაშში 5 მილიონზე მეტს აგებდა).

მოკლედ, ერთი წლის განმავლობაში ტერენს ვატანაბემ ამ ორ კაზინოში 112 მილიონი წააგო. რაც ლას-ვეგასურ კორპორაცია Harrah’s-ის შემოსავლის 5,6%-ს შეადგენდა. მან 15 მილიონი დოლარის ოდენობის ვალიც კი დაიდო.

2009 წლამდე ვატანაბე უზარმაზარ ვალს იხდიდა, საბოლოოდ კი მთელი ფული დაკარგა. ვალი მთლიანად მაინც ვერ დაიფარა. საქმე სასამართლომდე მივიდა, ტერენსი აცხადებდა, რომ მას სასმელში ნარკოტიკებს უყრიდნენ, რათა თამაში გაეგრძელებინა, კაზინოს წარმომადგენლებმა კი ეს ყველაფერი უარყვეს და განაცხადეს, რომ ის თავად იყო ნარკომანი და მარიხუანასაც ეწეოდა.

პროცესი საკმაოდ მშვიდობიანად დასრულდა. ორივე მხარემ მიიჩნია, რომ სასამართლო მათ იმიჯს აფუჭებდა. ტერენსმა კაზინოს 500 000 დოლარი გადაუხადა ხარჯებისათვის და თავის გზას გაუდგა.

წყარო: i-fakt.ru/
Регистрация