onlain sesxebi - ყველა

ყველაზე უცნაური ბანკნოტები

თუ ავსტრალიურ 10 დოლარიან კუპიურას შუაზე გადავხევთ, ის ფასს არ დაკარგავს. უბრალოდ თითოეული ნახევრის ფასი 5 დოლარი იქნება.

2010 წლიდან ინდოეთში გაჩნდა ბანკნოტი ნომინალით "ნული" რუპია. თუმცა ამ ფულით ვერაფრით იყიდით. ასეთ ბანკნოტებს უშვებს კორუფციასთან მებრძოლი ორგანიზაცია. ის მოუწოდებს ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ამ კუპიურებით გამომძალველ ჩინოვნიკებს გადაუხადონ.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იაკუტიაში ფინანსური პრობლემები გაჩნდა. ძველი ფული გააუქმეს ახალი კი არ შემოუღიათ. იაკუტიის ფინანსურმა კომისარმა ალექსეი სმიონოვმა ორიგინალური გზა იპოვა: ღვინის ეტიკეტებზე დაიწყო ბეჭდის დარტყმა, ნომინალებს კი თავად აწერდა. "მადერას" ეტიკეტი 1 რუბლი ღირდა, "კაგორი" - 3 რუბლი, "პორტვეინი" 10 რუბლს აღწევდა, "ჰერესი" კი მთელ 25 რუბლს შეადგენდა. ამ ფინანსურ რეფორმაზე მაქსიმ გორკიმ დაწერა თავის რომანში და ამ ორიგინალური კუპიურების საკუთარ კოლექციაში შეტანაც შეძლო.

ჰიპერინფლაცია ხშირად ხდება ისეთი ნომინალის შექმნის მიზეზი, რომ მასზე 0-ებიც კი რთულად დასათვლელია. მაგალითად, 1988-1994 წლებში იუგოსლავიაში იყო კუპიურა, რომლის ნომინალიც 500 000 000 000 000 000 000 დინარს შეადგენდა. ხოლო ზიმბაბვეში 2009 წელს დაბეჭდეს 100 000 000 000 000 ადგილობრივი დოლარის კუპიურა.

სხვათა შორის, ახლა აშშ-ში ვერ შეხვდებით ბრუნვაში მყოფ 100 დოლარიანზე დიდ კუპიურას. მაგრამ, ყოველთვის ასე არ ყოფილა: აქ 500, 1000 და 5000 დოლარიც კი იბეჭდებოდა. ელექტროუნული გადახდების გამოჩენასთან ერთად ეს კუპიურები ხმარებიდან გადავიდნენ. 100 000 დოლარიანი ბანკნოტებიც კი ებეჭდებოდა, თუმცა მხოლოდ ბანკებს შორის ანგარიშწორებისთვის.

1917 წელს რუმინეთში დაიბეჭდა მსოფლიოში ყველაზე პატარა კუპიურა. მისი ზომა 27,5 x 38 მმ-ს შეადგენდა.

ტაილანდში იშვიათად შეხვდებით დაჭმუჭნულ კუპიურებს. ამას ხსნის ის, რომ მასზე გამოსახულია მეფე. მეფის პორტრეტიან კუპიურასთან უდიერად მოპყრობა ავტომატიურად მეფის უპატივცემულობას ნიშნავს. ამის გამო შეიძლება სერიოზულად დაისაჯო.

დიდი ხნის განმავლობაში ქაღალდი კუპიურის მთავარი მატერიალი იყო. მაგრამ, დრო იცვლება. მსოფლიოში უფრო და უფრო ხშირად ჩნდება პოლიმერული ბანკნოტები. პირველი პლასტიკური ფული 1983 წელს გამოუშვეს ჰაიტიზე, კოსტა-რიკასა და კუნძულ მენზე.

ფულის კუპიურებზე შეგვიძლია დაუსრულებლად ვისაუბროთ, მაგრამ რა ხდება, როცა ისინი უვარგისები ხდებიან? სხვადასხვა ქვეყნებში ბანკნოტ-ვეტერანებს სხვადასხვანაირად ეპყრობიან. საბჭოთა კავშირში მათ მუყაოდ გადაამუშავებდნენ, გერმანიაში - სასუქად. ყაზახეთში ვალმოხდილ კუპიურებს ცენტრალური სითბური ელექტროსადგურის საწვავად იყენებენ.
ყველაზე უცნაური ბანკნოტები

წყარო: i-fakt.ru