onlain sesxebi - ყველა

შეძლებთ ერთი სურათით დეტექტივური ამოცანის ამოხსნას?

ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ინსპექტორმა ვარნიკემ მდინარის ნაპირას გარუჯვა გადაწყვიტა.
უეცრად მას ქალის ტირილი შემოესმა:
-რაშია საქმე? რა მოხდა? - ჰკითხა მან მომტირალ გოგონას - თუ შეიძლება, დამშვიდდით და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევით.
-თქვენთვის ადვილია თქმა, - ჩაილაპარაკა გოგონამ. - ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ძვირფასია ჩემთვის ეს სამაჯური. აქ ყოველდღე მოვდივარ, დღეს კი სამაჯური მოვიხსენი, რათა ხელზეც მიმეღო რუჯი და წიგნზე დავდე, შემდეგ ცოტა ჩავთვლიმე და როცა გამოვფხიზლდი, სამაჯური აღარსად იყო.

ინსპექტორი კარგად დაფიქრდა: ქვიშაზე ხალიჩის ირგვლივ არ იყო კვალი, გარდა თავად მსხვერპლის ნაფეხურისა. გარეშე პირებიც თითქოს არ იყვნენ. აქედან გამომდინარე, სამაჯურის მოპარვა მხოლოდ პლიაჟის იმ მუდმივ სტუმართაგან ერთ-ერთს შეეძლო, რომლებიც ინსპექტორის გარშემო შემოკრებილიყვნენ. ინსპექტორმა მიმოიხედა და მაშინვე მიხვდა, ვის შეეძლო ამის გაკეთება.


წყარო: www.adme.ru