onlain sesxebi - ყველა

რას მიირთმევენ კოსმონავტები

რას მიირთმევენ კოსმონავტები


პირველად კოსმოსში იური გაგარინი გაფრინდა. მას არ შიმშილი არ უგრძვნია, რადგან მისი ფრენა ორ საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, საკვების მიღება უბრალოდ მის გეგმაში შედიოდა : მეცნიერებს აინტერესებდათ, შეძლებდა თუ არა ადამიანი უწონობის პირობებში საკვების მიღებას და რა რეაქცია ექნებოდა ამაზე ორგანიზმს.

გერმან ტიტოვმა კი კოსმოსში 25 საათი გაატარა, ამ დროში მან ჭამა სამჯერ მოასწრო. მისი მენიუ შედგებოდა ბოსტნეულის სუპ-პიურესგან, ღვიძლის პაშტეტისა და შავი მოცხარის წვენისაგან. თავად ტიტოვმა მოგვიანებით განაცხადა, რომ შიმშილის გრძნობა მაინც აწუხებდა.

1963 წლიდან კოსმონავტთა კვება უკვე მეცნიერულად იყო უზრუნველყოფილი: გაიხსნა სპეციალური ლაბორატორიები და 20 წლის შემდეგ კოსმონავტთა მენიუში უკვე 200 კერძზე მეტი შედიოდა.

სხვათა შორის, კოსმოსური ხანის დასაწყისში ბევრი მეცნიერი იყო დაკავებული სპეციალური ტაბლეტების შექმნით. მათი დახმარებით ადამიანს კოსმოსში ყოფნისას ყველა საჭირო ნივთიერება უნდა მიეღო. ყველა ექსპერიმენტი კრახით დასრულდა, ჯადოსნური ტაბლეტები მაინც ვერ გამოიგონეს, კოსმონავტებმაც ორბიტაზე ჩვეულებრივი საკვები არჩიეს.

დიდი ხნის განმავლობაში კოსმონავტთა საკვების შეფუთვა კბილის პასტისას ჰგავდა. ახლა ისინი თითქმის არ გამოიყენება, ხოლო პროდუქტები სპეციალურ ვაკუუმის პაკეტეში იდება. შემქნელები გვარწმუნებენ, რომ ასეთი პროდუქტები ხუთი წლის განმავლობაში ინახებიან და სასარგებლო თვისებებსაც არ კარგავენ.

აი ამერიკელმა ასტრონავტმა ჯონ იანგმა 1965 წელს გადაწყვიტა თავად გაემრავალფეროვნებინა საკუთარი მენიუ. მან ნებართვის გარეშე შეიტანა საფრენ აპარატზე საქონლის სენდვიჩი. ორბიტაზე იანგმა, როგორც ნამდვილმა მეგობარმა, ის თავის მეგობარს გას გრისომს გაუნაწილა. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ მან სერიოზული საყვედური მიიღო, რადგან კოსმოსურ სივრცეში ნამცეცები ძალიან სახიფათოა. უწონობის პირობებში ისინი შეიძლება ადვილად მოხვდნენ კოსმონავტის ფილტვებსა თუ თვალებში, ასევე აპარატურაში. ამიტომაც ახლა კოსმონავტებისთვის 5 გრამიან პატარა პურებს ამზადებენ, რომლებიც ერთი ლუკმისათვის არიან განკუთვნილნი.

ფრანგების სიყვარული ყველისადმი ყველასათვის ცნობილია. ერთ-ერთმა ფრანგმა კოსმონავტმა ხომალდზე როკფორის ობიანი ყველის ატანა სცადა . თუმცა გურმანს აეკრძალა მსგავსი თავნებობა: ობს ხომალდის ბიოლოგიური მდგომარეობის დარღვევა შეეძლო.

გაფრენის წინ კოსმონავტებს სხვადასხვა კოსმოსურ კერძს ასინჯებენ, რის შემდეგაც იქმნება საკვების კონტეინერი სპეციალურად მათთვის. მაგრამ კოსმონავტები მაინც უჩივიან იმას, რომ კოსმოსში საკვებს გემო საგრძნნობლად ეცვლება.

წყარო: i-fakt.ru
Регистрация