onlain sesxebi - ყველა

წარმატების ფორმულა!

წარმატების ფორმულა!


ყველას უნდა გახდეს წარმატებული, ფინანსურად უზრუნველყოფილი და პატივსაცემი საზოგადოებაში.

მაგრამ ჩვენი ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ამ სურვილების ასასრულებლად მხოლოდ ოცნება არ კმარა!

სად იმალება წარმატების ფორმულა? როგორ გავხდეთ ლიდერი? რა გვიშლის დასახული მიზნის მიღწევაში ხელს და პირიქით - რა გვეხმარება?

ეს კითხვები პლანეტის თითქმის ყველა მაცხოვრებელს აწუხებს!

ამ და სხვა კითხვებს დღეს გავცემთ პასუხს . ერთხელ და სამუდამოდ გამოვიყვანთ წარმატების ნანატრ ფორმულას!

წარმატების ფორმულა ისეთივე უბრალოა, როგორც ორჯერ ორი:

აკეთეთ ის, რაც ნამდვილად მუშაობს . ყოველთვის სცადეთ რაღაც ახალი!

თუ თქვენ მეტყვით: "ეს ხომ ერთი თვის ბავშვისთვისაც გასაგებია!"

მე დარწმუნებით გიპასუხებთ: "არაფერი გესმით, თავს ნუ იტყუებთ!"

ცოტაა ისეთი, ვისაც ეს ესმის!

დღეს ხალხს ყველაზე უბრალო რამაც კი, რთულად ესმის, ყოველთვის რაღაცას ართულებს და ყველაფერში საიდუმლოს ეძებს.

"თუ არ მოგწონს ის, რასაც იღებ, შეცვალე ის, რასაც თავად აკეთებ"
კარლოს კასტანედა


ახლა, მაგალითად მოგიყვანთ წარუმატებელი ადამიანების ცხოვრებისეულ ფორმულებს.

აი რას ხმარობენ ყველაზე ხშირად:

კომფორტის ფორმულა:
"ყოველდღე აკეთე ის, რასაც აკეთებდი გუშინ!"

გაზულუქების ფორმულა:
"მიირთვი მხოლოდ კალორიული საკვები. რაც მეტი, მით უკეთესი! ეცადე საერთოდ არ იმოძრაო!"

დეპრესიის ფორმულა:
"შეიკეტე ოთახში და იცხოვრე ასეთი ერთფეროვანი ცხოვრებით. არსად წახვიდე, არავის დაელაპარაკო! ჩართე მოწყენილობა!"

სიცოცხლის გატარების ფორმულა:
"დაკავდი მხოლოდ ერთფეროვანი და არაფრისმომცემი საქმით! დაე , მათ დაატყვევონ ყველა თქვენი ფიქრი, ასე ხომ ბევრად მარტივია ცხოვრება- ფიქრის გარეშე.

თუკი ერთხელ მაინც გიგრძვნიათ ზემოჩამოთვლილთაგან რომელიმე, ესეიგი თქვენ უკვე იცით, რომ ფორმულა მუშაობს.


წარმატების ფორმულა, როგორც კარტი, არასოდეს გაიხსნება თქვენს ცხოვრებაში, თუკი, პარალელურად იარსებებს ისეთი ფორმულები, როგორიც არის გაზულუქება, კომფორტი და დეპრესია.

ერთი წუთით დაფიქრდით, ჩვენ ყოველთვის ვირჩევთ იმ საქმეს, რომელიც სასწრაფოდ გასაკეთებელია, რომელიც დაგვავალეს, რომელიც ჩვენთვის საინტერესო, მაგრამ უსარგებლოა.
რატომღაც ცხოვრებაში ვირჩევთ სულ სხვა ფორმულებს, ვიღებთ კონკრეტულს შედეგებს, რის შემდეგაც ვწუხვართ და ვდარდობთ ჩვენს წარუმატებლობაზე.

ადამიანთა უმრავლესობისთვის წარმატების ფორმულა უცნობია. დღემდე არ ესმით და ვერ არკვევენ რა მუშაობს მათ ცხოვრებაში და რა არა. არ აანალიზებენ საკუთარ ცხოვრებას.
საკუთარ თავს თვითონვე ვიღუპავთ მავნე ჩვევებით, ჩვენს გარშემო მყოფნი კი ან ძალიან სულელები არიან, ან იმდენად "თავაზიანები" არიან რომ ამ შეცდომებზე არ მიგვითითებენ.

ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი გვთავაზობს წარმატების საკუთარ ფორმულას:

А=X+Y+Z

Α= წარმატება, რომლისკენაც ჯიუტად მივიწევთ;
Χ= სიჩუმე;
Υ= საქმიანობა;
Ζ= თამაში.


იმისათვის, რომ წარმატება გარანტირებული იყოს, იმოქმედეთ ისე, თითქოს წარუმატებლობა არ გემუქრებათ.

პირველი ნაბიჯი
გადაეჩვიეთ მეგობრებთან პრობლემებზე, მომავალ პერსპექტივებსა და გეგმებზე საუბარს.

უბრალოდ თავი დაიცავით მათი რჩევებისაგან და ხელმოცარულთა არაფრისმომცემი ისტორიებისგან, რომლებიც სწორი გზიდან გადაგახვევინებენ.

დაე გააგრძელონ თავიანთი "სწორი" ისტორიების მოყოლა ისეთივე ხელმოცარულთათვის, როგორებიც თავად არიან!

ზოგიერთისთვის მთავარია უბრალოდ ილაპარაკოს...


მეორე ნაბიჯი
ლაყბობის ნაცვლად, იმუშავეთ თქვენს ოცნებაზე. თქვენ მცირე ნაბიჯებით იწყებთ. იქონიეთ მოთმინება და ნუ დაკარგავთ სულისკვეთებას!

მესამე ნაბიჯი
როცა იგრძნობთ, რომ ოცნების ასრულებისაგან ცოტათი დაიღალეთ, გაჩერდით!

შეისვენეთ და წაითამაშეთ.

ყოველთვის წარმოიდგინეთ ნათელი სურათი იმისა, რისი მიღწევაც გინდათ.

გააკეთეთ სურვილთა კოლაჟი.

დაწერეთ თქვენი სურვილები სამყაროსათვის.

ეს სევდისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ - დაბრუნდით ბავშვობაში.

და როგორც კი ძალის მოზღვავებას იგრძნობთ - ისევ თქვენი მიზნისკენ დაიწყეთ გზის გაკვალვა.


გთავაზობთ ძალიან ძლიერ ვიდეოს!

სტივი გვაიძულებს დავფიქრდეთ!

"წარმატების ფორმულა სტივ ჯობსისგან!"






წარმატების ფორმულა ამუშავდება მაშინ, როდესაც თქვენ დაიწყებთ მუშაობას!

აი ნახავთ, ძალიან მალე თქვენ აღმოჩნდებით მაღლა, ხოლო მთელი დანარჩენი სამყარო, რომელსაც მხოლოდ იმედგაცრუება და უსიამოვნება მოჰქონდა - თქვენ ქვემოთ აღმოჩნდება.

წყარო: dnevnyk-uspeha.com