onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ბობსლეის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბობსლეის შესახებ


ბიზნესმენ კასპარ ბადრუთს ვერც კი წარმოედგინა, რომ მრავალი წლის შემდეგ მას ბობსლეის დამაარსებლად გამოაცხადებდნენ. ის უბრალოდ ტურისტული ბიზნესით იყო დაკავებული ქალაქ სან-მორიცში. ზაფხულში მისი საქმეები არც ისე ცუდად მიდიოდა, ზამთარში კი ამ პატარა შვეიცარიულ ქალაქში ჩამოსვლის სურვილი არავის ჰქონდა. მაშინ ბადრუთმა გადაწყვიტა დაერწმუნებინა ტურისტები, რომ აქ ჩამოსვლას ზამთარშიც არ ინანებდნენ. დამსვენებლების გასართობად მან გადაწყვიტა ხის ციგების გამოყენება, რომლებითაც სან-მორიცის სტუმრები მთებზე იცურავებდნენ.

იმისათვის, რომ მოსრიალეთა უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო, სან-მორიცში დაამზადეს ყინულის ღარი, რომელიც ციგას ხეებთან და მაყურებელთან შეჯახების საშუალებას არ აძლევდა. სხვათა შორის, 1904 წელს სან-მორიცში გახსნილი ბობსლეის ტრასა დღემდე არსებობს და მსოფლიოში უძველესია. ის ერთადერთია იმ ტრასებს, შორის, რომლებიც თოვლისა და ყინულისგან არიან დამზადებულნი.

ასე უბრალოდ ცურაობა მოსაწყენი იყო, ბევრად საინტერესო იქნებოდა სისწრაფეში შეჯიბრების მოწყობა. თანდათან, ბობსლეი გახდა არა გასართობი, არამედ სპორტის სერიოზული სახეობა. 1924 წლიდან ის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედის, ხოლო 2004 წლიდან ბობსლეის ოლიმპიური ჯილდოსათვის ქალებიც იბრძვიან.

ახლა ბობი, რომლითაც სპორტსმენები ტრასას გადიან, საერთოდ აღარ მოგვაგონებს იმ ხის ციგებს, რომლითაც ტურისტები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ერთობოდნენ. ბობსლეის აღჭურვილობის შექმნაზე ახლა საუკეთესო სპეციალისტები მუშაობენ, გასაკვირი არაა, რადგან სიჩქარე ტრასაზე 150 კმ/სთ-ს აჭარბებს.

ბობსლეისტების შეჯიბრება ორ ან ოთხადგილიანი აღჭურვილობით ტარდება. ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ორადგილიანი საშეჯიბრო ბობის ფასი 50-80 ათას ევროს შეადგენს, ხოლო ოთხადგილიანი - 100 000-ზე მეტი.

ეკიპაჟის შემადგენლობაში შედის პილოტი და 1 ან 3 ამაჩქარებელი. ორკაციანი ეკიპაჟის საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 200 კგ-ს, ხოლო ოთხკაციანი გუნდები 400 კგ-ზე მეტს არ უნდა იწონიდნენ.

თუ ამაჩქარებელთა დავალებაა სტარტზე ბობისათვის სიჩქარის მომატება, მაშინ პილოტმა ჭურვი სპეციალური ტროსის საშუალებით უნდა მართოს, რომელიც მორბენალებთანაა დაკავშირებული.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ ბობსლეი მხოლოდ ჩრდილოურ ქვეყნებშია განვითარებული. ბობსლეისა და სკელეტონის საერთაშორისო ფედერაციის წევრები ასევე არიან ინდოეთი, ბრაზილია, იამაიკა, პუერტო-რიკო.

ბობსლეი - ახალგაზრდა სპორტსმენების საქმე? ყოველთვის არა. მაგალითად, 1932 წლის თამაშებზე ლეიკ-პლეისიდში ჩემპიონი გახდა ჯეი ო'ბრაიენი აშშ-დან. გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში სპორტსმენს 49 წელი შეუსრულდა.

წყარო: http://i-fakt.ru/interesnye-fakty-o-bobslee/