onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ლონდონზე

საინტერესო ფაქტები ლონდონზე


ბევრი შეცდომით თვლის, რომ ლონდონი არის ქალაქი, სადაც ყოველთვის ნესტია. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის შესახებ. წლის განმავლობაში ლონდონში მხოლოდ 590 მმ ნალექი მოდის, შედარებისთვის კი რომში - 760.

ქალაქი სახელად ლონდონი მხოლოდ ინგლისში არაა. მაგალითად, აშშ-ში ასეთი ქალაქების რაოდენობა რვაა, ლონდონი კანადაშიცაა, რომელიც ასევე მდინარე ტემზაზეა გაშენებული.

ლონდონში ათასზე მეტი ქუჩაა. თუმცა ადგილობრივი ტაქსისტები ვალდებულნი არიან თითოეულის სახელი იცოდნენ. გასაკვირი არაა, რომ სანამ ლონდონის ტაქსიზე დაიწყებთ მუშაობას, სამწლიანი კურსები უნდა გაიაროთ.

მეორე მსოფლიო ომის დროს ნორვეგია გერმანიის ჯარმა დააოკუპირა. ნორვეგიის მეფემ ოჯახითურთ მიიღო თავშესაფარი ლონდონში. მადლობის ნიშნად, 1947 წლიდან მოყოლებული, ნორვეგიელები რეგულარულად აგზავნიან ლონდონში საახალწლო ნაძვის ხეს, რომელიც ტრაფალგარის მოედანზე იდგმება.

ამავე მოედანზე დგას ჯორჯ ვაშინგტონის ქანდაკება, ოღონდ აშშ-დან წამოღებულ მიწაზე. მან ხომ თავად თქვა, რომ ინგლისის მიწაზე არასოდეს დააბიჯებდა.

ლონდონში ძალიან ბევრი რიგია. მაგრამ რაში გჭირდებათ რიგში დგომა, როდესაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეგიძლიათ დაიქირავოთ პროფესიონალი, რომელიც ამას თქვენ მაგივრად გააკეთებს. ლონდონში სპეციალური ოფისებიც კი არსებობს, სადაც ასეთ მომსახურებას გთავაზობენ.

1894 წელს გაზეთ "თაიმსში" გამოქვეყნდა საინტერესო განცხადება, რომელშიც გვატყობინებდნენ, რომ ქალაქში ცხენების სიუხვის გამო, 1950 წლისათვის ლონდონი 9 ფუტის სიმაღლის ფეკალური მასებით დაიფარებოდა. პროგნოზი რა თქმა უნდა ვერ გამართლდებოდა: 20-ე საუკუნის შუა წლებში ინგლისის დედაქალაქში ავტომობილები ბევრად სჭარბობდნენ ცხენებს.

ვინაა ლონდონის ყველაზე ცნობილი მაცხოვრებელი? რა თქმა უნდა, ცნობილი გამომძიებელი შერლოკ ჰოლმსი, ადამიანი, რომელსაც არასდროს უარსებია. 1990 წელს ბეიკერ-სტრიტზე მისი სახლ-მუზეუმიც კი გაიხსნა. სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ ჰოლმსის ბინა, შეიძინონ სუვენირები და გადაიღონ სამახსოვრო ფოტო.

ფეხბურთი - ინგლისის ეროვნული სიამაყე. სწორედ ლონდონში ქუინ-სტრიტზე 1863 წლის 26 ოქტომბერს 11 კლუბის წარმომადგენელი შეიკრიბა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ჩამოაყალიბა.

წყარო: http://i-fakt.ru/interesnye-fakty-o-londone/