onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ბლუთუსზე

საინტერესო ფაქტები ბლუთუსზე

იცით, რომ Blutooth ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც "ლურჯი კბილი". ეს სახელი მას მეფე ჰარალდ I-ის იგივე ჰარალდ ლურჯკბილას (დან. Harald Blåtand), საპატივცემულოდ ეწოდა. ის X საუკუნეში მართავდა დანიასა და ნორვეგიის სამხრეთ ნაწილს, თავდაპირველად კი გააერთიანა დანიური კონკურენტი ტომები ერთ, მთლიან სამეფოში. სწორედ ამას აკეთებს Bluetooth-ი კავშირის პროტოკოლებთან მიმართებაში, აერთიანებს მათ მთლიან, უნივერსალურ სტანდარტში.

Bluetooth-ის ლოგოტიპი ორი ნორდიკული (სკანდინავიური) რუნის ნაერთია:
საინტერესო ფაქტები ბლუთუსზე
Hagall - ლათინური H











საინტერესო ფაქტები ბლუთუსზე
Berkanan - ლათინური B













ეს ორი სიმბოლო ჰარალდ ბლოტანდის სამეფო ინიციალები იყო.



Bluetooth-ის სპეციფიკაცია შეიმუშავა Bluetooth Special Interest Group-მა (Bluetooth SIG), რომელიც 1998 წელს დაარსდა. კომპანიაში შევიდნენ Ericsson, IBM, Intel, Toshiba და Nokia. შედეგად Bluetooth SIG და IEEE შეთანხმდნენ, რომ Bluetooth-ის სპეციფიკაცია IEEE 802.15.1 სტანდარტის ნაწილი გახდებოდა.

Bluetooth-ი ამ მოწყობილობებს 100 მეტრამდე რადიუსში დაკავშირების საშუალებას აძლევს (მანძილი ძლიერადაა დამოკიდებული დაბრკოლებებსა და ინტერფერენციაზე) სხვადასხვა დაწესებულებებშიც კი.

არსებობს ბლუთუს მოწყობილობებზე გატეხვის მიზნიტ დავდასხმის ორი ფორმა - პასიური და აქტიური. ორივე პროცედურა საკმაოდ რთულია და რამდენიმე ეტაპისაგან შედგება, რომელთა შემადგენლობაშიც შედის მონაცემების შეკრება და მათი ანალიზი. თავად თავდასხმა აუთენტიფიკაციის მექანიზმის სისუსტეებსა და მოწყობილობებს შორის გასაღები-შიფრის შექმნას ეფუძნება.

წყარო: http://i-fakt.ru/interesnye-fakty-pro-blyutus/