onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები საფოსტო ბოთლებზე

საინტერესო ფაქტები საფოსტო ბოთლებზე


საფოსტო ბოთლის გამომგონებლად ითვლება ბერძენი ფილოსოფოსი თეოფრასტე, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში აგზავნიდა წერილებს ბოთლით, რათა ხმელთაშუა ზღვის მოძრაობა შეესწავლა.

1914 წელს კაპიტანმა ბრაუნმა შოტლანდიიდან გადააგდო ბოთლი წერილით, რომელშიც ის 6 პენსს პირდებოდა მას, ვინც ამ წერილს იპოვიდა. 97 წლის შემდეგ შოტლანდიური გემის «Copious-ის» ეკიპაჟმა ეს წერილი იპოვა, თუმცა კაპიტანი ბრაუნი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო.

თუმცა ასეთ წერილს ყოველთვის ათწლეულები არ სჭირდება დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად. მაგალითად, 2005 წელს პერუელ და ეკვადორელ მიგრანტებს ძალიან გაუმართლათ. 80-ზე მეტი ადამიანი ცდილობდა ძველი ხომალდით აშშ-მდე მიღწევას, მაგრამ ისინი შტორმში მოყვნენ. არ იცოდნენ და გაეკეთებინათ და წერილი გაგზავნეს ბოთლით და დახმარება ითხოვეს. მალე კოსტა-რიკელმა მეთევზემ იპოვა ეს წერილი და ხომალდზე მყოფი ხალხის გადარჩენაც მოხერხდა.

ამერიკელმა პასტორმა ჯორჯ ფილიპსმა გადაწყვიტა საფოსტო ბოთლებით ებრძოლა ალკოჰოლიზმთან. ის აგროვებდა ალკოჰოლური სასმელელების ბოთლებს და ფიუჯეთ-საუნდის ყურეში მქადაგებელ წერილებს აგდებდა. მალე პასტორმა მიიღო პასუხები ადამიანებისგან, რომლებმაც ეს უჩვეულო წერილები დაიჭირეს. ზოგი მადლობასაც კი უხდიდა პასტორს იმისათვის, რომ ამ საშინელი ჩვევისაგან თავის დანებებაში დაეხმარა.

იაპონელი განძის მაძიებელი მაცუიამა 1784 წელს განძზე ნადირობის დროს შტორმში მოყვა. როცა მაცუაიმა მიხვდა, რომ განწირული იყო ბოთლში ჩად წერილი და ზღვაში გადააგდო. მას იმედი ჰქონდა, რომ მისი დაღუპვის შესახებ მის მშობლიურ იაპონურ სოფელში გაიგებდნენ. საინტერესო ის არის, რომ მის სოფლამდე წერილმა მართლაც მიაღწია, ოღონდ 134 წლის შემდეგ.

რიჰარდ პლაცი გერმანიიდან არ გამხდარა ხომალდის კატასტროფის მსხვერპლი. მას უბრალოდ აინტერესებდა: რამდენად შორს შეცურავდა ბოთლი, რომელშიც მან ორი მარკა და მისი მისამართი ჩააგდო. აღნიშნულ მისამართზე წერილი მართლაც მივიდა, თუმცა 2014 წელს და რიჰარდ პლაცის შვილთაშვილს გადაეცა.

აი ამერიკელი მკვლევარი დინ ბამპუსი ბოთლით წერილებს სამეცნიერო ინტერესების გამო, ოკეანის დინების გამოსაკვლევად აგზავნიდა. 1956 წლიდან 1972 წლამდე მან საცურაოდ 300 000-მდე ბოთლი გაუშვა. თუმცა პასუხი მხოლოდ მეათედისგან მოვიდა.

მეზღვაური ჯეიმს გლისონი საფოსტო ფოთლით მეორე ნახევრის პოვნას ცდილობდა. 1895 წელს მან ატლანტის ოკეანეში გადააგდო წერილი, რომელშიც ის ხელსა და გულს სთავაზობდა ქალს, რომელიც "არ ლაქლაქებს და კარგად ამზადებს". წერილი 1956 წელს იპოვეს ირლანდიურ პორტთან. გლისნომა მეორე ნახევრის პოვნა ვერ მოახერხა, რადგან 1900 წელს ის მის ხომალდ "ვიქტორიასთან" ერთად ჩაიძირა.

წყარო: http://i-fakt.ru/interesnye-fakty-o-butylochnoj-pochte/