onlain sesxebi - ყველა

მიგრანტი, ემიგრანტი თუ იმმიგრანტი

მიგრანტი, ემიგრანტი თუ იმმიგრანტი


საშუალო სტატისტიკური მონაცემებით ბევრმა ადამიანმა არ იცის როგორ დაწეროს მიგრანტი, ემიგრანტი ან იმმიგრანტი. აღმოჩნდა რომ ეს სულაც არაა ერთი სიტყვა, უბრალოდ მათი შინაარსი ერთმანეთს ჰგავს, ისინი უმეტეს შემთხვევაში არასწორად გამოიყენებიან, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ამან გაუგებრობამდე მიგვიყვანოს. მოდით ერთად გავერკვეთ იმაში, თუ რითი განსხვავდება ეს სამი სიტყვა და რა არის მათ შორის საერთო.

მიგრანტი - ის, ვინც ძალდატანების ან სხვა გარკვეული მიზეზების გამო ტოვებს საკუთარ საცხოვრებელ ადგილს და ახალ ადგილას გადადის, ან დროს მუდმივ გადასვლებში ატარებს. სიტყვა მოდის ლათინური ზმნიდან migrare - ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა. ამ განზოგადებული გაგებიდან წამოვიდა დანარჩენი ორი სიტყვა.

ემიგრანტი - ადამიანი, რომელიც ტოვებს საკუთარ სამშობლოს, რათა უცხო მიწაზე იცხოვროს. ესე იგი ის ემიგრირებს სხვა ქვეყანაში. პრეფიქსი ex - ნიშნავს "მიღმა": emigrare - გამოსვლა.

იმმიგრანტი კი არის ის, ვინც ცხოვრობდა თავის ქვეყანაში, ახლა კი თქვენსაში ცხოვრობს. სიტყვა შექმნილია ნაწილაკით im - "შიგნით": imigrare - შემოსვლა.

საბოლოო ჯამში თქვენ "ემიგრირდით" მაგ. შვედეთში, ხოლო "იმმიგრირდით" საქართველოდან. პრაქტიკაში ადამიანი ემიგრანტიცაა და იმმიგრანტიც, რაც ხანდახან დაბნეულობას იწვევს.

წყარო: http://i-fakt.ru/migrant-emigrant-ili-immigrant/