onlain sesxebi - ყველა

ჩრდილები სიკვდილის კედლებიდან - ყველაზე საშიში წიგნი მსოფლიოში

ჩრდილები სიკვდილის კედლებიდან - ყველაზე საშიში წიგნი მსოფლიოში


სასიკვდილოდ საშიში წიგნი... ის არ შეიცავს საშინელ ჯადოებს, არ არის ადამიანის კანისაგან შეკერილი. არა, ეს არც ნეკრომიკონია და არც სახლის პირობებში შესაქმნელი ბომბის ინსტრუქციაა, სიმართლე რომ გითხრათ, ის საერთოდ არ შეიცავს ტექსტს. ყველაფერი ბევრად სერიოზულადაა - ის შეიცავს დარიშხნის სასიკვდილო დოზას. წიგნს ჰქვია "ჩრდილები სიკვდილის კედლებიდან" (Shadows from the Walls of Death).

"ჩრდილები სიკვდილის კედლებიდან" 86 გვერდს შეიცავს, რომელთაგან თითოეული 150 წლიან ნიმუშს წარმოადგენს. წიგნი შეადგინა რობერტ კეძიმ - მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ის ტოქსიკური სამომხმარებლო ქაღალდის პრობლემით იყო დაკავებული. მაშინ ქაღალდ ღებავდნენ პიგმენტებით, რომელთა შემადგენლობაში დარიშხანიც შედიოდა.

ამერიკული სამედიცინო ასოციაციის მიხედვით, 1879 წლიდან 1883 წლამდე ამერიკული სახლების 60% დარიშხანის შემცველობის საღებავით შეიღება. საქმე იმაშია, რომ ეს ძალიან ლამაზ მწვანე ფერს იძლეოდა და საკმაოდ იაფიც ღირდა.

მომწამვლელი საღებავი ადვილად შორდებოდა კედლებს უმცირესი ნაწილაკების სახით, შემდეგ კი ადვილად ხვდებოდა ადამიანის სასუნთქ გზებსა და საკვებში.

დარიშხანით მოწამლვის ფაქტი ამერიკულ მანჩესტერსი დაფიქსირდა. ახალგაზრდა ოჯახმა სახლში რემონტი გააკეთა და ბავშვის ოთახში მწვანე ნახატი გააკრეს. ოთახში 9 წლის ემა დასახლდა. ცოტა ხანში მან ფერი დაკარგა. მას ჰქონდა თავის ტკივილები, წყლულები სხეულზე, მკვეთრად დაიკლო წონაში და ა.შ. ყოველ ჯერზე, როდესაც ემა სახლიდან სამკურნალოდ მიემგზავრებოდა, მისი მდგომარეობა საკმაოდ სწრაფად უმჯობესდებოდა. რობერტ კეძიმ გოგონას ოთახის შპალერიდან სინჯები აიღო და გაირკვა, რომ ის დარიშხანის ძალიან დიდ კონცენტრაციას შეიცავდა. შპალერი მოიშორეს და ემა საბოლოოდ გამოჯანმრთელდა.

ახლა წიგნის მხოლოდ ორი ეკზემპლარია დარჩენილი. ერთ-ერთი მიჩიგანის უნივერსიტეტში ინახება. ის ეკუთვნის ბიბლიოთეკის განსაკუთრებულ კოლექციას და ჰერმეტულ კონტეინერშია მოთავსებული. ასევე, მისი თითოეული გვერდი დამუშავებულია სპეციალურად ისე, რომ ვინმე დარიშხნით არ მოიწამლოს. მკითხველებმა, რომლებსაც ამ წიგნის გადაშლა უნდათ, თავდაპირველად სქელი რეზინის ხელთათმანები უნდა ჩაიცვან.

ეს საინტერესოა: მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს დარიშხნის შემცველ პიგმენტებს არამარტო საღებავისთვის, არამედ სათამაშოების, მისალოცი ბარათების, ბანქოსა და საკონცერტო ბილეთების დასამზადებლადაც იყენებდნენ. დარიშხანს კოსმეტიკასა და ტკბილეულშიც კი იყენებდნენ.

წყარო: http://i-fakt.ru/teni-sten-smerti-samaya-opasnaya-kniga-v-mire/