onlain sesxebi - ყველა

სად იყიდება რქიან კურდღელზე ნადირობის ლიცენზია

სად იყიდება რქიან კურდღელზე ნადირობის ლიცენზია


ვაიომინგის შტატში (აშშ), პატარა ქალაქ დუგლასში უკვე 50 წელია რქიანი კურდღლის მონადირების ლიცენზია იყიდება. ასეთი კურდღელი ამერიკული კულტურის საკმაოდ ბევრ ნაწარმოებში გვხვდება, ამიტომაც მათი სუვენირები და ფიტულები საკმაოდ პოპულარულები არიან ტურისტებს შორის, მათი ყიდვა ქალაქის ნებისმიერ ჯიხურში შეიძლება. რქიანი კურდღლის თავის მფლობელთა შორის აშშ-ს პრეზიდენტი რონალდ რეიგანიც იყო. ის მან თვის სტუმრებს კალიფორნიის რანჩოში აჩვენა.

რქიანმა კურდღელმა დიდი პოპულარობა მეოცე საუკუნეში მოიპოვა. ითვლება, რომ ამის უკან ქალაქის ერთ-ერთი მაცხოვრებელი დუგლას ჰერიკი იდგა, პროფესიონალი ტაქსიდერმისტი, 1932 წელს მან ხუმრობისთვის დაამზადა პირველი კურდღელი, რომელსაც ირემის რქები ჰქონდა. ეს ხუმრობა ხალხს ისე მოეწონა, რომ მომავალში ამაზე მთელი ბიზნესი აეწყო.

ქალაქი დუგლასი, როგორც ერთადერთი ადგილი, სადაც რქიანი კურდღლები ბინადრობდნენ, რქიანი კურდღლების დედაქალაქად გამოცხადდა. გარდა ამისა იქ სიმბოლურ ფასად სუვენირის სახით შეგიძლიათ შეიძინოთ მათზე სანადირო ლიცენზია, რომელიც 31 ივნისის ღამეს მხოლოდ ორი საათით მოქმედებს, ასევე ლიცენზიის მისაღებად IQ-ს მაჩვენებელი 72 პუნქტზე მაღალი არ უნდა გქონდეთ.

წყარო: http://i-fakt.ru/gde-kupit-licenziyu-na-otstrel-rogatogo-zajca/