onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები მარათონელებზე

საინტერესო ფაქტები მარათონელებზე


თანამედროვე მარათონული შეჯიბრებები ტარდება ბერძენი მეომრის ფილიპიდეს საპატივცემულოდ, რომელმაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 490 წელს 40 კილომეტრი ირბინა, რათა თანამემამულეებისათვის სპარსებზე გამარჯვება ეუწყებინა.

1896 წელს პირველ ოლიმპიურ თამაშებს მარათონული სირბილიც დაემატა. გამარჯვებული გახდა ბერძენი ფოსტალიონი სპირიდონ ლუისი. მან 40 კილომეტრი 2 საათში 58 წუთსა და 50 წამში გაირბინა. მადლიერმა ბერძნებმა უხვად დაასაჩუქრეს გამარჯვებული: ოლიმპიური ჯილდოს გარდა მან მიიღო ტონა შოკოლადი, კასრი ღვინო, 30 ცხვარი, 10 ძროხა და დალაქის უფასო მომსახურება მთელი ცხოვრების განმავლობაში. სხვათა შორის, ამით ლუისის სპორტული კარიერა დასრულდა: მას აღარასდროს მიუღია სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა.

1904 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული მარათონულ სირბილში ფრედ ლორცი ფინიშის შემდეგ ისე მხიარულად გამოიყურებოდა, თითქოს მის რამდენიმე მეტრი ჰქონდა გავლილი. მაშინ მისი მოწინააღმდეგეები იკეცებოდნენ და პირდაპირ ვარდებოდნენ. მალე ტყუილი გამხილდა: ერთმა ადგილობრივმა მძღოლმა გაიხსენა, რომ რამდენიმე ათეულ კილომეტრზე გაიყოლა თანამგზავრი, რომელიც ძალიან ჰგავდა ჩემპიონს. აფერისტს მედალი ჩამოერთვა.

1908 წლამდე მარათონულ სირბილს განსაზღვრული მანძილი არ ჰქონდა: მთავარია, რომ ის დაახლოებით 40 კილომეტრს შეადგენდა. მხოლოდ ლონდონის თამაშებში დაადგინეს ზუსტი მანძილი - 42 კილომეტრი და 195 მეტრი.

1960 წელს კომპანია Adidas-მა ოლიმპიური მარატონის მონაწილეებს ფეხსაცმელები აჩუქა. კენიელმა აბებე ბიკილამ საკუთარი ზომის ფეხსაცმელი ვერ იპოვა და ფეხშიშველმა იმონაწილევა. მიუხედავად ამისა, მან გაიმარჯვა. რამდენიმე წლის შემდეგ ის ავტოკატასტროფაში მოხვდა და პარალიზდა. მაგრამ ის არ დანებდა და ხელი მშვილდის ტყორცნას მიჰყო.

მედიკოსები ამტკიცებენ, რომ მარათონი ჯანმრთელობისათვის არც ისე სასარგებლოა. დაახლოებით 1/50 000 სპორტსმენი კვდება დისტანციაზე ან ფინიშის გადაკვეთიდან უახლოეს საათებში.

ამერიკელი კელი გნეიტინგის წონა 180 კგ-ა. მიუხედავად ამისა, ის დარბის მარათონზე. მისი რეზულტატი არც ისე მაღალია, 9 საათზე მეტი, სამაგიეროდ ის შეყვანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მარათონის ყველაზე მძიმე მონაწილე.

აი მარათონის ყველაზე სწრაფი მორბენალი კენიელი დენის კიმეტოა. 2014 წლის 28 სექტემბერს მან ბერლინის მარატონი 2 საათში, 2 წუთსა და 57 წამში გაირბინა. საშუალო სიჩქარებ 20 კმ/სთ შეადგინა! ორგანიზატორებმა განსაკუთებით დააფასეს ეს მიღწევა და გამარჯვებულს 130 000 ევრო გადასცეს.

საინტერესო ფაქტები მარათონელებზე


მარათონი - ახალგაზრდების საქმე! ეს მითია. მაგალითად, ინდოელმა ფაუნჯა სინგჰმა 2011 წელს მარათონული დისტანცია 8 საათში, 11 წუთსა და 6 წამში დაფარა. ამ დროს ის 100 წლის იყო.

წყარო: http://i-fakt.ru/interesnye-fakty-o-marafoncax/