onlain sesxebi - ყველა

ტაილანდის დედოფალი მეფური აკრძალვების გამო დაიღუპა

ტაილანდის დედოფალი მეფური აკრძალვების გამო დაიღუპა


ტაილანდი - ერთ-ერთი ადგილი, სადაც თაობიდან თაობას გადეცემა ტრადიციები, რომელთაგან ერთ-ერთი სამეფო ოჯახის გაღმერთებაა. თუმცა ერთხელ ტრადიციების ბრმა მიმდევრობის გამო დაიღუპა ახალგაზრდა გოგონა, ტაილანდის დედოფალი, რადგან მისი გადარჩენა ვერავინ გაბედა.

ტაილანდის დედოფალი მეფური აკრძალვების გამო დაიღუპა

ტაილანდის (მაშინ ამ ქვეყანას სიამი ერქვა) ახალგაზრდა დედოფალი სუნანდჰა კუმარირატანა იყო ტაილანდის მეფის მონგკუტის ქალიშვილი და მეფე ჩულალონგკორნის 4 ცოლიდან ერთ-ერთი.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა დედოფლის მამა საკმაოდ ცნობილი იყო მისი პატარა ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რომანის "ანა და სიამის მეფის" წყალობით. ანა ლეონუენსი ინგლისელი ქალბატონი იყო, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში ასწავლიდა მონგკუტის გახსნილ სამეფო სკოლაში. თუმცა დღეს არ ვისაუბრებთ მასზე, არამედ მონგკუტის ქალიშვილის ტრაგიკულ აღსასრულზე, რომლის ისტორიამაც ჩვენამდე მოაღწია.

1880 წელს დედოფალი უკვე 20 წლის იყო და პატარა ქალიშვილთან და მსახურებთან ერთად საზაფხულო სასახლისკენ მიცურავდა, შემდეგ კი ხომალდი ამობრუნდა. სამწუხაროდ დედოფალს ცურვა არ შეეძლო და დასახმარებლად მსახურებს უხმობდა.

თუმცა ამდენი ადამიანი უყურებდა, როგორ იძირებოდა ის. არც ერთი წასულა მის დასახმარებლად. მაშინ ტაილანდში სასტიკად აკრძალული იყო სამეფო სისხლის მქონე ქალების შეხება. სუნანდჰას მცველებმა ყველა შესაძლო დახმარება სცადეს.

ტაილანდის დედოფალი მეფური აკრძალვების გამო დაიღუპა


ამ ყველაფრის გამო სუნანდჰა თავის ქალიშვილთან ერთად ჩაიძირა ყველას თვალწინ. დარდისგან მკვდარმა ჩულალონგკორნმა უბრძანა მისი ცოლისა და ქალიშვილის სიკვდილის ყველა მოწმის ციხეში ჩასმა, ასევე გამოსცა ბრძანება, რომელიც აუქმებდა მსგავს აკრძალვებს სამეფო ოჯახის წევრების გადარჩენაზე. საზაფხულო სასახლეში ბანგ პა-ინ-ში სასოწარკვეთილმა ქმარმა ახლობლების სამახსოვროდ დიდი მემორიალი აღმართა.

წყარო: http://i-fakt.ru/kak-koroleva-tajlanda-pogibla-iz-za-uslovnostej/