mome.ge

საინტერესო ფაქტები ღილებზე

საინტერესო ფაქტები ღილებზე


თანამედროვე ტანსაცმლის წარმოდგენა ღილების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. პირველად კი ისინი ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ათასწლეულში გაჩნდნენ. სწორედ იმდროინდელი ღილები აღმოაჩინეს მდინარე ინდის გათხრების დროს.

შუა საუკუნეებში ტანსაცმელზე ღილების რაოდენობა ადამიანის წარჩინებული წარმოშობის შესახებ გვანიშნებდა. მაგალითად საფრანგეთის მეფის ფრანცისკ I-ის საზეიმო კოსტიუმზე 13 600 ღილი იყო. ამან საკმაოდ ცუდად იმოქმედა ავსტრია-უნგრეთის მემკვიდრის ერცჰერცოგი ფრანც-ფერდინანდის ბედზე. 1914 წელს სარაევოში მისი მკვლელობა სცადეს, თუმცა, სანამ მუნდირზე ყველა ღილი გახსნეს, ძვირფასი დრო დაიკარგა და ფრანზ-ფერდინანდიც გარდაიცვალა.

ნაპოლეონის ჯარის ქურთუკებზე კი კალის ღილები იყო დაკერებული. რაც თბილი საფრანგეთისათვის კარგი იყო, ცივი რუსეთისათვის ცუდი აღმოჩნდა. სიცივეში ღილები უბრალოდ დაიმსხვრა და ჯარისკაცებს ფორმები მოსძვრათ.

იმპერატორმა პეტრე I-მა ერთხელ შეამჩნია, რომ ჯარისკაცის ფორმის სახელური მარილიანი იყო. საქმე იმაშია, რომ გლეხი მეომრები ჭამის შემდეგ სახელურით იწმინდავდნენ პირს. პეტრემ მათი გადაჩვევა გადაწყვიტა და უბრძანა მკერავებს, რომ სახელურებზე ღილები მიეკერებინათ. იქ ისინი არავის სჭირდებოდა, თუმცა სახელურის ხელსახოცის მაგივრად გამოყენება უფრო ძნელი გახდა.

როგორც ცნობილია, მამაკაცის ტანსაცმელი მარჯვენა მხარეს იკვრება. აქაც არაა მარტივად საქმე. ძველად მეომრებს მარცხენა ხელში ფარი ეჭირათ. მარცხენა მხარე იკვრებოდა მარჯვნივ, რათა მოწინააღმდეგის ხმალი მათ შორის არ მოხვედრილიყო.

საბჭოთა კავშირში ღილებზე მკაცრი ვალდებულებები იყო დაწესებული - მას 5 კგ ზეწოლისათვის უნდა გაეძლო. დღეს კი ეს მოთხოვნა მხოლოდ 0,5 კგ-ა.

როდესაც 1961 წელს იოსებ სტალინის ნეშტი მავზოლეუმიდან გამოასვენეს და კრემლის კედელთან დაკრძალეს, მისი კოსტიუმის ოქროს ღილები მოჭრეს და ჩვეულებრივი რკინის ღილები მიაკერეს.

ფილობუტონისტი - ასე იწოდება ღილების კოლექციონერი. ღილების კოლექიონერთა პირველი საზოგადოება 1939 წელს ჩიკაგოში ჩამოყალიბდა. ჩინელი კოლექციონერი ბუ ჯინფანგი კი გინესის რეკორდებში 110 000 ეკზემპლარით შეიყვანეს.

წყარო: http://i-fakt.ru/interesnye-fakty-o-pugovicax/
Регистрация