onlain sesxebi - ყველა

ხელოვნური მზე სოფელ ვიგანელაში

ხელოვნური მზე სოფელ ვიგანელაში


ჩრდილოეთ იტალიაში, მილანიდან 130 კმ-ში, მდებარეობს პატარა სოფელი ვიგანელა. აქაურები მას "ციმბირს" უწოდებენ, რადგან ის მთის ძირში ისეა განთავსებული, რომ 11 ნოემბრიდან 2 თებერვლამდე აქ მზის სხივი ვერ აღწევს.

რა თქმა უნდა რამდენიმე თვით მზის გარეშე ცხოვრება მაცხოვრებლებს არ მოსწონდათ. აქ კი 200-მდე ადამიანი ცხოვრობს. ისინი დაფიქრდნენ: შეიძლება თუ არა ხელოვნური მზის შექმნა, რომელიც ზამთრის ვიგანელას გაანათებს?

ვიღაცას აზრად მოუვიდა, განეთავსებინა მთაზე 40 კვადრატული მეტრის ფართობის სარკისებრი ფილა, რომელიც აისხლიტავდა მზის სხივებს და მათ ვიგანელასკენ მიმართავდა.

ხელოვნური მზე სოფელ ვიგანელაში
ეს არაჩვეულებრივი ჩანაფიქრი მასობრივი ინფორმაციის საშუალებით მალევე გავრცელდა. პირველად გაჩნდა პატარა შენიშვნა ადგილობრივ გაზეთში, შემდეგ რეგიონალურში, შემდეგ კი უცხოურ პოპულარულ, სამეცნიერო ჟურნალებში. ბევრი ფირმა გერმანიიდან, შვეიცარიიდან და აშშ-დან დაინტერესდა მოცემული პროექტით. თუმცა ვიგანელას მაცხოვრებლებმა პატრიოტიზმი გამოავლინეს და იტალიელ მწარმოებელთან მუშაობა არჩიეს.

ამ დროს მერი პიერფრანკოს წინაშე ფინანსური პრობლემა გაჩნდა. ამისათვის 100 000 ევრო იყო საჭირო. საბედნიეროდ მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრმა იცოდა ხელოვნური მზის შესახებ და სპონსორიც მალე გამოჩნდა.

2006 წლის დეკემბერში ვიგანელასთან მთაზე დააყენეს ამრეკლავი ზედაპირი, რომელიც შეიცავდა 1 ტონა 5x8 მეტრ ფოლადის ქაღალდს. ეს კონსტრუქცია კომპიუტერის საშუალებით იმართება და მზის ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლის მიმართულებას. მას 300 კვადრატული მეტრის განათება შეუძლია.

ხელოვნური მზე სოფელ ვიგანელაში

სოფლის მერმა შეამჩნია, რომ ხელოვნური მზის დამონტაჟების შემდეგ მოსახლეობის ხასიათიც კი შეიცვალა. თუ საღამოს ყველა სახლისაკენ მიიჩქაროდა, ახლა ყველანი სოფლის მთავარ მოედანზე იკრიბებიან.

აი ასე შეცვალა ერთმა ხელოვნურმა მზემ მთელი სოფელი.

წყარო: http://i-fakt.ru/iskustvennoe-solnce-nad-derevnej-viganella/
Регистрация