onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები აისბერგზე

საინტერესო ფაქტები აისბერგზე

"აისბერგი" გერმანული სიტყვაა და "ყინულის მთას" ნიშნავს. აისბერგი არის არქტიკულ და ანტარქტიკულ ყინულებს მომწყდარი უზარმაზარი ლოდი. იმის გამო, რომ ყინულის სიმკვრივე ზღვის წყლის სიმკვრივეზე მცირეა, აისბერგის მოცულობის 90% წყალქვეშ იმყოფება.

საინტერესოა, რომ ეს ყინულოვანი გიგანტები უზარმაზარ მანძილს გადიან. მაგალითად, არქტიკული აისბერგები ბერმუდის კუნძულებამდეც აღწევენ. ესე იგი წარმოქმნის ადგილიდან 4000 კმ-ს გადიან. აი ანტარქტიდული აისბერგების ნახვა რიო-დე-ჟანეიროშიც შეიძლება ნახოთ. ეს კი 5000 კმ-ზე მეტია!

ზოგიერთი აისბერგი უზარმაზარი ზომისაა. მაგალითად, 2000 წელს ანტარქტიდას მოწყდა გიგანტი, რომლის ფართობი 10 000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა.

ეს მცურავი, ყინულოვანი გიგანტები დიდ საფრთხეს უქმნიან საზღვაო ხომალდებს. ყველამ იცის ინგლისური სამგზავრო ლაინერის "ტიტანიკის" ტრაგიკული ბედის შესახებ, რომელიც 1912 წლის 14 აპრილს ატლანტის ოკეანეში უზარმაზარ აისბერგს შეეჯახა. ამ კატასტროფაში 1500-მდე ადამიანი დაიღუპა.

ამ შემთხვევიდან მალევე შეიქმნა საერთაშორისო ყინულოვანი პატრული, რომელიც ოკეანეში ყინულების მოძრაობას აკვირდება და ხომალდებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ამცნობს. ამ სამსახურს 17 ქვეყანა აფინანსებს. საინტერესოა, რომ ამ სამსახური ამოქმედების შემდეგ ატლანტის ოკეანეში აისბერგს არც ერთი ადამიანის სიცოცხლე აღარ უმსხვერპლია.

ანტარქტიკის სანაპირო წყლებში საშუალოდ 100 000 აისბერგი დაცურავს. ისინი უფრო მეტ მტკნარ წყალს შეიცავენ, ვიდრე ყველა მდინარე და ტბა დედამიწაზე. კეთდება პროექტები ამ წყლის მშრალი მიწის გასანაყოფიერებლად. ამისათვის იგეგმება აიბერგების დიდი ბუქსირებით გადაზიდვა.

არსებობს აისბერგების სხვა ორიგინალური გამოყენებაც. მაგალითაც, კანადა აწარმოებს სასმელ წყალს აისბერგებისგან, რომლებიც ნიუფაუნდლენდის კუნძულთან მოიპოვებიან.

ყინულოვანი წყლის გემოს შეფასება მაგარი სასმელების მოყვარულებს შეუძლიათ. ისევ კანადაში აწარმოებენ არაყს სახელად "iceberg", რომლის შემადგენლობაშიც შედის აისბერგის წყალი. მწარმოებლები დარწმუნებულები არიან, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე სუფთა არაყია, აისბერგის ყინულის საშუალო ასაკი ხომ 12 000 წელია. საინტერესოა მათი სარეკლამო სლოგანიც: "საუკეთესო არაყი მსოფლიოში, რომელიც უკანასკნელი 12 000 წლის მანძილზე გაგისინჯავთ".

წყარო: http://i-fakt.ru/interesnye-fakty-pro-ajsbergi/