mome.ge

საინტერესო ფაქტები ანტარქტიკის შესახებ

საინტერესო ფაქტები ანტარქტიკის შესახებ


ყინულოვანი კონტინენტის აღმოჩენის ოფიციალურ თარიღად 1820 წლის 28 იანვარი ითვლება. ამ დღეს, ბელინგსჰაუზენისა და ლაზარევის მეთაურობით, რუსული ექსპედიცია ანტარქტიდის ნაპირს მიადგა.

ხოლო ხალხი პირველად 1895 წელს გადასხდა. ადერის კონცხს ნორვეგიული ხომალდი "ანტარქტიკი" მიადგა. ოთხი ადამიანი ნაპირზე გადმოვიდა: კაპიტანი ლ. კრისტენსენი, ექსპედიციის ხელმძღვანელი ჰ. ბული, პოლარული მკვლევარი კ. ბორჰგრევინკი და მატროსი ა. ფონ ტუცელმანი. ნაპირზე ლიქენებისა და კლდეების ნიმუშები აიღეს.

1909 წელს რუალ ამუნდსენმა სამხრეთ პოლუსის დალაშქვრა განიზრახა. 1911 წლის 14 იანვარს ნორვეგიელები გადასხდნენ ნაპირზე და 15 დეკემბერს პირველებმა მიაღწიეს სამხრეთ პოლუსს. პარალელურად ცდილობდა პოლუსის დალაშქვრას ბრიტანული მხარეც, თუმცა ისინი მეორეები მოვიდნენ და უკანა გზაზე ტექნიკის გაუმართაობის გამო დაიღუპნენ.

ანტარქტიდაზე მუდმივი დასახლება არ არსებობს. აქ მხოლოდ 40-მდე პოლარული მუდმივი სადგურია, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნები ფლობენ.

საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით ანტარქტიკა ერთადერთი ერთადერთი რეგიონია პლანეტაზე, რომელიც არც ერთი ქვეყნის მიერ არ იმართება.

ანტარქტიდის ყინულის საფარში მსოფლიო ყინულის 90%-ია მოქცეული. თუ ანტარქტიდის მთელ ყინულს დავადნობთ, მსოფლიო ოკეანის დონე 61 მეტრიტ აიწევს. აქ საშუალო ტემპერატურა -37 გრადუსია და ჯერ-ჯერობით ჩაძირვის საფრთხე არ გვემუქრება.

ანტარქტიდა არამარტო ყველაზე ცივი, არამედ ყველაზე ქარიანი კონტინენტიცაა. აქაური უმძლავრესი დასავლეთის ქარები ხანდახან 300 კმ/სთ-ს აღწევენ.

არგენტინელი ემილო მარკოს პალმა არის პირველი ადამიანი, რომელიც ანტარქტიდაზე დაიბადა. ეს 1978 წლის 7 იანვარს მოხდა ესპერანსას სადგურზე. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ უფრო ადრე 1913 წელს ანტარქტიდაზე დაიბადა ნორვეგიელი სოლვეიგ გუნბიორგ იაკობსენი, თუმცა ეს კუნძულ სამხრეთ ჯორჯიაზე მოხდა, რომელსაც პირდაპირ ანტარქტიდის ტერიტორიად ვერ ჩავთვლით.

2004 წლის 15 თებერვალს ბელინსჰაუზენის სადგურზე აკურთხეს წმინდა სამების ეკლესია - პირველი მართლმადიდებლური ტაძარი ანტარქტიდაზე.

1996 წელს ამერიკელების ჯგუფმა დააარსა ანტარქტიდის ბანკი, რომელიც ანტარქტიკულ დოლარებს უშვებდა. მატი ჩანაფიქრის მიხედვით ბანკნოტების გადაცვლა აშშ დოლარებზე იყო შესაძლებელი, მიღებული თანხა კი მეცნიერულ კვლევებს მოხმარდებოდა.

80-იან წლებში ანტარქტიდა არაატომურ ზონად გამოაცხადეს, ამიტომაც მის სანაპიროებთან აკრძალულია ატომური ხომალდების გამოყენება, ტერიტორიაზე კი - ატომური ენერგობლოკების.

ანტარქტიდაზე აღმოჩენილია სასარგებლო წიაღისეული: სპილენძი, თუთია, ტყვია, გრაფიტი, ქვანახშირი, რკინის მადანი და მიკა, თუმცა მათი მოპოვება აკრძალულია.

პინგვინები აქაური ფაუნის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები არიან. საიმპერატორო პინგვინი 122სმ-მდე იზრდება და 40 კგ-მდე იწონის.

წყარო: http://i-fakt.ru/interesnye-fakty-pro-antarktidu/
Регистрация