onlain sesxebi - ყველა

კვირის კრიპტოვალუტები

კვირის კრიპტოვალუტები


ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის - BITCOIN-ის ღირებულებამ წინა კვირაში ახალი რეკორდი დაამყარა. მისი ფასი 14.97%-ით გაიზარდა და 1BTC-ს ღირებულება 9000 დოლარი გახდა. ანალიტიკოსების აზრით, ამ კრიპტოვალუტის ზრდა კიდევ გაგრძელდება მის მიმართ მსხვილი კომპანიების ინტერესის გაჩენის გამო. ასევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ Xiaomi-ის დამფუძნებელი ლეი ცზუნი არის ერთ-ერთი კომპანიის ინვესტორი, რომელიც აწარმოებს აპარატებს მაინინგისათვის - Bitmain-ებს. ამას შეუძლია მომხმარებლის ნდობის გაზრდა კრიპტოვალუტის მიმართ.

კრიპტოვალუტებმა, რომლებიც BITCOIN-ს გამოეყვნენ, ასევე აიწიეს. Bitcoin Cash-ი გაიზარდა 31,09%-ით, Bitcoin Gold-ი კი — 134,94%-ით. BITCOIN Gold (BTG) -ის ფასმა საოცრად სწრაფად დაიწყო ზრდა, მას შემდეგ, რაც მისით ვაჭრობა ბირჟა Bitterex-მა დაიწყო. ერთ კვირაში Bitcoin Gold-ის კაპიტალიზაციამ $5,8 მლრდ-ს მიაღწია და ტოპ ხუთეულშიც შევიდა.

Ethereum-ის ფასი 30%-ით გაიზარდა. რამდენიმე თვიანი სიჩუმის შემდეგ კრიპტოვალუტის ფასმა წინა რეკორდი მოხსნა და 483 დოლარზე მეტი გახდა.
Ethereum-ის ფასის ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად შეგვიძლია ამ კრიპტოვალუტის ბაზარზე ტრადიციული ფინანსური ბაზრის ინსტრუმენტების გამოჩენა ჩავთვალოთ. ასევე დადებითი ფაქტორია ახალი პროტოკოლი — Casper-ი და ბლოკის ჯილდოს 5-დან 3 ETH-მდე ჩამოწევა, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ბაზარზე "ციფრული ნავთობის" შეთავაზებას.

ანალიტიკოსების აზრით კრიპტოვალუტა გრძელვადიანი პერსპექტივით გააგრძელებს ზრდას და 600-700 დოლარს მიაღწევს.

Dash-ის ფასმა წინა კვირას ისტორიული რეკორდი მოხსნა. ის 49.92%-ით გაიზარდა და მისი ფასი 650 დოლარს გადასცილდა. ამაზე ტრანზაქციული ბაჟისა და ტრანზაქციის ეფექტურობის გაზრდამ იმოქმედა. ასევე გაეშვა პილოტური პროექტი KuvaCash, რომელიც Dash-ის გასავრცელებლად ზიმბაბვეში წავიდა. ქვეყანაში, სადაც კრედიტული პოლიტიკა სუსტია, ინფლაციის გამო კი ხალხი კრიპტოვალუტით სარგებლობს.

Ripple-ი, რეალური დროის რეჟიმში განაწილებული საგადასახადო ქსელი, წინა კვირაში 9.59%-ით გაიზარდა.

კრიპტოვალუტა NEO, რომმელმაც წინა კვირას საგრძნობი ზრდა აჩვენა, უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში 11,64%-ით შემცირდა. ხოლო კრიპტოვალუტა IOTA, რომელმაც ტოპ 10-დან Ethereum Classic-ი გააძევა, 3.86%-ით შემცირდა.

წყარო: https://psm7.com/articles/novyj-rekord-ceny-na-top-10-kriptovalyut-rastut.html
Регистрация