onlain sesxebi - ყველა

10 უძველესი ქალაქი, რომელიც დაიკარგა და არქეოლოგებმა კვლავ აღმოაჩინეს

10. ჩაძირული ქალაქი ელიკი
10 უძველესი ქალაქი, რომელიც დაიკარგა და არქეოლოგებმა კვლავ აღმოაჩინეს

ყველამ იცის ლეგენდა ჩაძირული ატლანტიდის შესახებ. ამ ლეგენდისგან განსხვავებით ქალაქი ელიკის შესახებ წერილობითი მტკიცებულებაც არსებობს, ზუსტად ის დაეხმარა არქეოლოგებს მის ამ ადგილის პოვნაში.
ის პელოპონესის ჩრდილოეთსი მდებარეობს. "ილიადას" მიხედვით ქალაქი ტროას ომში მონაწილეობდა, თუმცა მიწისძვრისა და წყალდიდობის შედეგად დაინგრა.
მიუხედავად იმისა, რომ სამძებრო სამუშაოები XIX საუკუნეში დაიწყო, ელიკი მხოლოდ 2001 წელს იპოვეს და მხოლოდ 2012 წელს გაარკვიეს, რომ ეს მართლაც ელიკი იყო.

9. ირამი
10 უძველესი ქალაქი, რომელიც დაიკარგა და არქეოლოგებმა კვლავ აღმოაჩინეს

ირამი - ძველი ქალაქი, მოხსენიებულია ყურანში. იქ ნათქვამია, რომ ის შედგებოდა მაღალი შენობებისგან, რომლებშიც ადები ცხოვრობდნენ. იმის გამო, რომ ირამის მაცხოვრებლებმა ალაჰის თაყვანისცემა შეწყვიტეს, ქალაქისაკენ უზარმაზარი სამუმი - ქვიშის ქარიშხალი გაემართა, რომელმაც ქალაქი მთლიანად ჩამარხა.
90-იანი წლების დასაწყისში ნასას მეშვეობით აღმოაჩინეს ქალაქი უბარი, რომელიც იდენტიფიცირდა, როგორც ირამი, ასევე, გათხრების დროს, მაღალი, რვაკუთხედი შენობაც იპოვეს.

8. ჩაძირული ქალაქი გვეილოდი, უელსი
10 უძველესი ქალაქი, რომელიც დაიკარგა და არქეოლოგებმა კვლავ აღმოაჩინეს

ქალაქი გვეილოდი რამზისა და ბარსის კუნძულებს შორის მდებარეობდა. ლეგენდის თანახმად ქალაქში უფრო ნაყოფიერი მიწა იყო, ვიდრე უელსის სხვა ნებისმიერ ქალაქში.თუმცა გვეილოდი დამოკიდებული იყო ჯებირზე, რომელიც ზღვისგან იცავდა.
ბევრს სჯერა, რომ ის დღემდე არსებობს და დადის ხმები, რომ ვიღაც წყალქვეშა ექსპედიციის მოწყობასაც კი გეგმავს. შტორმის დროს, წყლის ზედაპირზე შეგვიძლია პატარა გაქვავებული ნარჩენებიც დავინახოთ. ამ გაქვავებულ კუნძულებზე ადამიანის ნაფეხურიცაა აღმოჩენილი.

7. ტროა
10 უძველესი ქალაქი, რომელიც დაიკარგა და არქეოლოგებმა კვლავ აღმოაჩინეს

ძნელად თუ იპოვი ადამიანს, რომელსაც ცოტა მაინც არ სმენია ტროას მითების შესახებ. ეს ციხე-ქალაქია მცირე აზიაში, რომელიც ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ტროადას კუნძულზე მდებარეობდა.
გათხრების დროს 9 სიმაგრე აღმოაჩინეს, რომლებიც სხვადასხვა ეპოქებში გამოიყენებოდა. "ილიადაში" აღწერილ ტროას მეშვიდე ფენა მიეკუთვნება. ამ ეპოქაში ტროა საკმაოდ დიდი დასახლება იყო და კარგი გალავანიც ერტყა. იმ დროისათვის ტროას მოსახლეობა 6-10 ათასი უნდა ყოფილიყო, რაც ამ ეპოქისათვის ძალიან ბევრია.
დღეს ეს ნანგრევები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი.

6. მუსასირის ტაძარი
10 უძველესი ქალაქი, რომელიც დაიკარგა და არქეოლოგებმა კვლავ აღმოაჩინეს

ეს ტაძარი ურარტუს ღმერთს ჰალდის მიეძღვნა. ეს ტერიტორია დღევანდელი, თურქეთის, ირანის, ერაყისა და სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა.
მუსასირი ჩვ.წ-მდე 850 წელს აშენდა ქალაქ არარატში, თუმცა ის მეფე სარგონ II-მ დაანგრია, მხოლოდ 2014 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაძარი ქურთისტანში, ერაყის ჩრდილოეთში აღმოაჩინეს. ის ადგილობრივი სოფლის მაცხოვრებლებმა შემთხვევით აღმოაჩინეს.

5. დაკარგული ქალაქი ანგკორ-ვატის ქვეშ
10 უძველესი ქალაქი, რომელიც დაიკარგა და არქეოლოგებმა კვლავ აღმოაჩინეს

ახალი მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით ავსტრალიელმა მეცნიერებმა კამბოჯაში უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც ცნობილ ტაძარზე - ანგკორ-ვატზე ძველია.
ეს ქალაქი ანგკორ-ვატამდე 350 წლით ადრე აშენდა. ის კჰმერთა ჰინდუ-ბუდისტური იმპერიის ნაწილი იყო. კვლევები ახლაც გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეცნიერებს ახალი აღმოჩენები ელოდებათ.

4. ქალაქი კარალი
10 უძველესი ქალაქი, რომელიც დაიკარგა და არქეოლოგებმა კვლავ აღმოაჩინეს

ბევრი დარწმუნებულია, რომ ეგვიპტე, მესოპოტამია, ჩინეთი და ინდოეთი მსოფლიოს პირველიც ცივილიზაციებია. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამავდროულად არსებობდა ცივილიზაცია ნორტე-ჩიკო პერუს ტერიტორიაზე. ის ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში პირველი ცნობილი ცივილიზაციაა. წმინდა ქალაქი კარალი კი მისი დედაქალაქი იყო.
1970 წელს აღმოაჩინეს გორები, შემდეგ გაირკვა, რომ ეს საფეხურიანი პირამიდები იყო, 20 წლის შემდეგ კი კარალი მთლიანად გამოჩნდა. კვლევებით დადგინდა, რომ კარალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წელს აშენდა.

3. ურქეში
10 უძველესი ქალაქი, რომელიც დაიკარგა და არქეოლოგებმა კვლავ აღმოაჩინეს

ქალაქი ურქეში ჩვ. წ.-მდე მეოთხე ათასწლეულში დაარსდა. ის იყო ძველი ჰურიელების ცივილიზაციის დიდი ცენტრი. ის უდაბნოში ჩამარხვის შემდეგ ისტორიის ფურცლებშიც ჩაიმარხა.
80-იან წლებში არქეოლოგებმა ყორღანი ტელ-მოზანი აღმოაჩინეს, რომლის ქვეშაც ძველი ტაძრის ნანგრევები იპოვეს. 10 წლის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ტელ-მოზანი სწორედ ურქეშია - ქალაქი, რომელიც მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ პირველ ქალაქად ითვლება.

2. მაიმუნების დაკარგული ქალაქი ლა-სიუდად-ბლანკა
10 უძველესი ქალაქი, რომელიც დაიკარგა და არქეოლოგებმა კვლავ აღმოაჩინეს

ჰონდურასის უღრანი ტყეების გამოკვლევისას აღმოაჩინეს დაკარგული ქალაქის ლა-სიუდად-ბლანკას კვალი.
ექსპედიციაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს პირამიდები და ათობით არტეფაქტი, რომელიც უცნობ კულტურას მიეკუთვნებოდა. 2013 წელს ლაზერული ანალიზის შედეგად ტყის საფარის ქვეშ არქიტექტურული აღჭურვილობა აღმოაჩინეს. მთლიანი კვლევის განმავლობაში 200-ზე მეტი ძეგლი აღმოაჩინეს.

1. მიწისქვეშა ქალაქი დერინკუიუ
10 უძველესი ქალაქი, რომელიც დაიკარგა და არქეოლოგებმა კვლავ აღმოაჩინეს

დერინკუიუ - მალაკოპი, ეს მრავალდონიანი მიწისქვეშა ქალაქია. დღეს კაპადოკიაში ტურისტებისათვის ყველაზე ხელმისაწვდომი გამოქვაბულური კომპლექსია. ქალაქი დერინკუიუს დასახლების ქვეშ მდებარეობს. ქალაქი ჩვენს წელთაღრიცხვამდე II-I ათასწლეულში აშენდა და 1963 წელს აღმოაჩინეს. ამ ადგილას ასობით წლის განმავლობაში ხალხი მომთაბარეთაგან თავდასაცავად იმალებოდა. ამ კომპლექსს 20 000 ადამიანის დატევა შეეძლო. ის 60 მეტრის სიღრმის იყო და 8 დონისგან შედგებოდა.

წყარო: https://www.adme.ru/svoboda-puteshestviya/10-drevnih-gorodov-kotorye-byli-poteryany-i-snova-najdeny-arheologami-1630765/