onlain sesxebi - ყველა

რატომ არ აქვთ თვითმფრინავის მგზავრებს პარაშუტი

რატომ არ აქვთ თვითმფრინავის მგზავრებს პარაშუტი

მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებად ითვლება, ხანდახან მაინც ჩნდება კითხვა, თუ რატომ არ ურიგებენ სამოქალაქო პირებს პარაშუტებს. სინამდვილეში ხომ მხოლოდ ამას შეუძლია გადაარჩინოს ადამიანი ავარიული სიტუაციის დროს. თუმცა მოცემული ფაქტის მიუხედავად, ავიაკომპანიები აგრძელებენ ჩვეულად მგზავრების უპარაშუტოდ გადაყვანას.

ამას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: არაეფექტურობა და არამომგებიანობა. საქმე იმაშია, რომ პარაშუტის კონსტრუქცია ზედმეტად დიდია და მისთვის ადგილი სალონში თითქმის არაა. თუ კომპანია ხომალდის პარაშუტებით აღჭურვას გადაწყვეტს, ბილეთის ფასი რამდენჯერმე გაიზრდება, რის გამოც, რაღა თქმა უნდა, თავად კლიენტები იქნებიან უკმაყოფილონი.

სტატისტიკის თანახმად საჰაერო ავარიების უმეტესობა ფრენისას ან დაჯდომისას ხდება. მხოლოდ 15% ხდება ძირითადი ფრენის დროს. თუმცა მიწიდან 20-30 მეტრის სიმაღლეზე პარაშუტი ტვირთის გარდა არანაირ როლს არ ასრულებს. ის ეფექტური მხოლოდ 180 მეტრზე ზემოთაა.

როგორც წესი, ავარიული სიტუაციები ხალხში საშინელ ქაოსს იწვევს. ასეთ სიტუაციებში მგზავრი ვერ შეძლებს 10 კილოგრამიანი პარაშუტის სწორად ჩაცმას, შესაძლოა ბრბომ ვერც გასასვლელი იპოვოს და ჭყლეტვის დროს ტრამვა მიიღოს ან სულაც გარდაიცვალოს.

ასევე უნდა ვახსენოთ კლიმატური პირობები, რომელშიც ადამიანი სპეციალური კოსტიუმის გარეშე მაინც ვერ გამოიყენებს პარაშუტს. საქმე იმაშია, რომ 10 კმ-ის სიმაღლეზე ტემპერატურა -40 C-ა. თვითმფრინავი 800 კმ/სთ-ით მიფრინავს. მოცემული ფაქტორები სერიოზულად იმოქმედეგენ ადამიანის ორგანიზმზე და უმეტეს შემთხვევაში თვითმფრინავიდან გადახტომისთანავე დაკარგავს გონებას.

გარდა ამისა, პარაშუტები იკავებენ ადგილს და 10 კილოგრამს იწონიან. წარმოიდგინეთ პარაშუტი რამდენიმე ასეული მგზავრისთვის. კიდევ არაერთი ტონა პარაშუტის გადაზიდვა მოუწევთ, თანაც უფასოდ. ამით იზღუდება ბარგი, რაც ავიაკომპანიას შემოსავალს აკლებს.

და რატომ არ აძლევენ პარაშუტებს მხოლოდ ეკიპჟის წევრებს? ეს მარტივია. კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც პილოტმა იცის, რომ პარაშუტი აქვს, ურჩევნია თავი გადაირჩინოს ვიდრე ბოლომდე იბრძოლოს.

საინტერესო ფაქტი: ამ მომენტისათვის იგონებენ პარაშუტის პროტოტიპებს, რომელიც უნდა დამაგრდეს მგზავრთა ბორტ-კაფსულაზე და კატასტროფის დროს უსაფრთხოდ დაუშვას მგზავრებს ძირს.

წყარო: http://i-fakt.ru/pochemu-u-passazhirov-samoletov-net-parashyutov/