onlain sesxebi - ყველა

შეჯახება ბროკლსბის თავზე - პილოტმა ჰაერში შეჭიდებული ორი თვითმფრინავი წარმატებით დასვა

შეჯახება ბროკლსბის თავზე - პილოტმა ჰაერში შეჭიდებული ორი თვითმფრინავი წარმატებით დასვა

1940 წელს მცირე ავსტრალიური დასახლების ბროკსლბის თავზე ტარდებოდა სასწავლო საჰაერო ბრძოლა, რომლის შედეგადაც ორი ხომალდი ერთმანეთს შეეჯახა და შეეწება. თუმცა, თვითმფრინავები არ ჩამოვარდნილან, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, არამედ მშვიდობიანად დაეშვნენ. აღსანიშნავია ის, რომ ორივე აპარატის ძრავი პრაქტიკულად მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან, რამაც ყველაზე მეტად შეუწყო ხელი მათ ჰაერში გაჩერებას. ქვედა თვითმფრინავის პილოტი და შტურმანები მაშინვე კატაპულტირდნენ, თუმცა ზემოთ განთავსებულ თვითმფრინავში მყოფმა მფრინავმა გადაწყვიტა ხომალდები მშვიდობიანად დაესვა მიწაზე.
შეჯახება ბროკლსბის თავზე - პილოტმა ჰაერში შეჭიდებული ორი თვითმფრინავი წარმატებით დასვა

მფრინავს ეს გამოუვიდა - "კონსტრუქციამ" 200 მეტრის სიმაღლეზე იფრინა და ბროკსლბიდან არც ისე შორს დაეშვა. არც ერთ თვითმფრინავს მიუღია კრიტიკული დაზიანება, ორივე შეკეთდა და მომავალში ავსტრალიის საჰაერო ძალებშიც კი გამოიყენებოდა.
როგორ მოხდა შეჯახება?
ლეონარდ ფულერი და ჯეკ ჰიუსტონი - ასე ერქვათ პილოტებს. ისინი უპერსპექტივო მოხვევის შედეგად თავიანთი Avro Anson-ებით შეეჯახნენ ერთმანეთს. ქვედა თვითმფრინავის ქვემეხები ზედა თვითმფრინავის ფრთებში ჩაიჭედა. შედეგად ჰიუსტონის თვითმფრინავის ძრავები მოტოგონდოლებმა გამოიყვანეს მწყობრიდან. რა თქმა უნდა, ჰიუსტონი და ეკიპაჟის დანარჩენი წევრები მაშინვე გადმოხტნენ თვითმფრინავიდან, მაგრამ ფულერმა Avro Anson-ის გადარჩენა გადაწყვიტა და ხომალდზე დარჩა.
შეჯახება ბროკლსბის თავზე - პილოტმა ჰაერში შეჭიდებული ორი თვითმფრინავი წარმატებით დასვა

ფულერმა ასეთ არასასიამოვნო მდგომარეობაში 8 კმ იფრინა და თვითმფრინავის ძრავთა გადარჩენილი ნაწილებით შეძლო ველზე დაჯდომა. რაღა თქმა უნდა, პილოტს გაუმართლა რომ ახლოს ასეტი სწორი ზედაპირი იყო, რომელიც დასაჯდომად იდეალური არჩევანი იყო.

მოცემულმა სიტუაცციამ მალევე გაითქვა სახელი მედიის საშუალებით და ყველასათვის უცნობი პატარა დასახლება პოპულარულად აქცია. პროფესიონალი პილოტის ლეონარდ ფულერის მოქმედებებმა ეკიპაჟის წევრები და თვითმფრინავთა მატერიალური ღირებულება გადაარჩინა. ჯეკ ჰიუსტონმა თვითმფრინავის დატოვების შემდეგ მცირე მკურნალობის კურსი გაიარა ზურგზე, მალევე დაუბრუნდა სამსახურს.
შეჯახება ბროკლსბის თავზე - პილოტმა ჰაერში შეჭიდებული ორი თვითმფრინავი წარმატებით დასვა


ლეონარდი კი ამ გმირობისათვის სერჟანტის წოდებაზე დააწინაურეს, თუმცა ამავდროულად ზემდგომებმა ის დასაჯეს ჟურნალისტებისათვის ნებართვის გარეშე მიცემული ინტერვიუსათვის. 1940 წელს სწავლის დამთავრების შემდეგ ფულერმა მიიღო მადლობელი წერილი ბრიტანეთის საჰაერო ძალებისგან კრიტიკულ სიტუაციაში გამოჩენილი სიმამაცისათვის. 1942 წელს მან მიიღო მედალი "საზაფხულო საბრძოლო დამსახურებისათვის" და ავსტრალიაში ინსტრუქტორად დაბრუნდა. ლეონარდი 2 წლის შემდეგ 1944 წელს გარდაიცვალა, როდესაც მას, ველოსიპედის მართვისას, ავტობუსი დაეჯახა.

წყარო: http://i-fakt.ru/stolknovenie-nad-broklsbi-pilot-posadil-scepivshiesya-v-vozduxe-samolety/
Регистрация