onlain sesxebi - ყველა

რატომ რთავენ საახალწლოდ ნაძვის ხეს

რატომ რთავენ საახალწლოდ ნაძვის ხეს

ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ქრისტიანობის საყოველთაო გავრცელებამდე ადრე გაჩნდა. ძველ ჩრდილოეთში თვლიდნენ, რომ ნაძვის ტოტებში სულები ბინადრობდნენ, რომელთა გახარებასაც ადამიანები მათი მორთვით ცდილობდნენ. ითვლებოდა, რომ ასეთი ნაძვის სახლში ქონა იქცეოდა მუდმივი ბედნიერებისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ.

პირველად ეს ტრაიცია 7-8 საუკუნეში გაჩნდა, როდესაც წმინდა ბონიფაციუსმა, გერმანელი წარმართების მოსაზიდად, მოჭრა მუხა, რომელიც ამ უკანასკნელთათვის წმინდა იყო. ამ საქციელით მქადაგებელს უნდოდა ეჩვენებინა, რომ მას არ დაატყდებოდა ღმერთი თორის რისხვა. წაქცევისად მუხამ სხვა ხეებიც გაიყოლა, დარჩა მხოლოდ ნაძვი. ამის შემდეგ ბონიფაციუსმა მას "ყრმა იესოს ხე" უწოდა, რის შემდეგაც ქრისტიანებმა ერთობლივად დაიწყეს ნაძვებით თავიანთი სახლების მორთვა.

თავდაპირველად ნაძვს არ რთავდნენ დეკორაციული ელემენტებით, არამედ უბრალოდ სახლში დგავდნენ. პირველად ის მორთო მარტინ ლუთერმა 1513 წელს. მან კენწეროზე ვარსკვლავი დაამაგრა ბეთლემის ვასკვლავის ნიშნად. ამის შემდეგ ნაძვზე სხვა საშობაო ნივთებიც გაჩნდა.

თუმცა ჩვეულებრივი ადამიანისათვის მოცემული ტრადიცია არც ისე მიღებული აღმოჩნდა, რადგან ეს ყველასათვის სიკვდილთან ასოცირდებოდა. მისი ტოტებით იყო მიღებული მიცვალებულის გზის მორთვა. შესაბამისად სიხარულს ასეთი ხე ვერ იწვევდა. ტრადიცია აღადგინდა რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ I-ის მეუღლემ. მან 1818 წელს უბრძანა სამეფო სამყოფელი ნაძვით, ტკბილეულით და სათამაშოებით მოერთოთ. უკვე 1840 წელს მოსკოვსა და პეტერბურგში ნაძვის პირველი ბაზრები გაიხსნა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ნაძვის ხე 20 წლის განმავლობაში ასოცირდებოდა რელიგიასთან და მკაცრად იკრძალებოდა. მხოლოდ 1935 წელს მოეწყო ზეიმი ბავშვებისათვის, სადაც ნაძვის ხეც ფიგურირებდა. იოსებ სტალინმა თქვა, რომ ეს ხე მხიარულების დიდი მიზეზი გახდებოდა და აკრძალვაც გააუქმა.

ახლანდელ დროში ნაძვის ხე ახალი წლის განუმეორებელ ატრიბუტად იქცა. მას პრაქტიკულად ყველა სახლში დგამენ და სხვადასხვა სათამაშოებით რთავენ.

წყარო: http://i-fakt.ru/pochemu-na-novyj-god-naryazhayut-elku/