onlain sesxebi - ყველა

რკინის კაცის ნამდვილი კოსტიუმი

რკინის კაცის ნამდვილი კოსტიუმი

მარველის სამყაროს სუპერგმირები ნამდვილად გამაოცებლები არიან. თითოეულს საკუთარი გულშემატკივარი ჰყავს, რომელსაც უნდა კუმირს დაემსგავსოს. ეს ფილმები - ფანტასტიკაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ყველაფერი შეუძლებელია.

მაგალითად, რკინის კაცის კოსტიუმი, რომელიც ყოველ ახალ ეპიზოდში ვითარდება, უკვე პრაქტიკულად რეალიზდა ნამდვილ ცხოვრებაში. ბრიტანელმა გამომგონებელმა სული შთაჰბერა სუპერგმირის კოსტიუმის შესანიშნავ პროტოტიპს. მართალია, გარეგნულად არ ჰგავს ტონი სტარკის ელეგანტურ აბჯარს, თუმცა სავსებით ღირსია საზოგადოების აღიარებისა.

რიჩარდ ბრაუნინგი დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა მსგავსი ნივთის შექმნას. მისი გამოგონება ეკზო-ჩონჩხს გვაგონებს სხვადასხვა ფანტასტიკური ფილმებიდან, რაც ყველაზე მთავარია, ის ადამიანს ფრენის საშუალებას აძლევს. ბრაუნინგის პროექტმა სახელი Gravity მიიღო, და მისი მთავარი ფუნქცია "პილოტის" 100 მეტრამდე აყვანაა. კსოტიუმის ხელებზე განთავსებულია სპეციალური ტურბინები, რომლიდანაც ჰაერის ტალღები ფეთქავს. სწორედ ეს ასრულებს კოსტიუმის ძირითად როლს.

რამდენიმე წლის წინ რიჩარდს უკვე შექმნალი ჰქონდა კოსტიუმის პირველადი მოდელი, თუმცა მეორედ მან სრულყოფილი ვარიანტი წარმოადგინა და რედინგის პარკში გაფრენაც შეძლო. მის სანახავად უამრავი მაყურებელი შეიკრიბა, ბრაუნინგმა კი ისინი 100 მეტრის სიმაღლეზე 51 კმ/სთ სიჩქარის განვითარებით გააოცა. ამ შედეგით ის გინესის რეკორდებშიც კი შევიდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კოსტიუმის შემქმნელი.

ამ მომენტისათვის სხვამ ვერავინ შეძლო მსგავსი რამის შექმნა, ასე რომ მისტერ ბრაუნინგი დამსახურებულად იკავებს პირველ ადგილს მათ შორის, ვინც ამ კოსტიუმის მუშა ნიმუში წარმოადგინა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ადამიანი, შესაძლოა ძალიან მალე, შეძლებს ცაში თავისუფლად ნავარდს. იქნებ მალე მოვა ის დრო, როდესაც მსგავსი აპარატურით ავტომობილის ჩანაცვლებას შევძლებთ?

წყარო: http://i-fakt.ru/nastoyashhij-kostyum-zheleznogo-cheloveka/
Регистрация