onlain sesxebi - ყველა

როგორ სუნთქავენ თევზები

როგორ სუნთქავენ თევზები

თევზებსაც, როგორც დედამიწის ფლორისა და ფაუნის ყველა წარმომადგენელს, სჭირდებათ ჟანგბადის გარკვეული რაოდენობა უპრობლემო ცხოვრებისათვის. ზღვის მაცხოვრებლების შიდა ორგანოები მაშინაც არ წყვეტენ მოქმედებას, როდესაც თევზს სძინავს.

თევზის ორგანიზმში ჟანგბადი ლაყუჩების მეშვეობით აღწევს. ისინი განთავსებულნი არიან პირდაპირ პირის ღრუს მახლობლად. ლაყუჩები რამდენიმე ძვლოვანი თაღისგან შედგებიან, რომლებსაც ლაყუჩოვანი ფარფლები უჭერენ მხარს. თითოეული ფარფლი ათასობით კაპილარისგან შედგება, ეს კაპილარები იღებენ ჟანგბადს მახლობელი წყლის სივრციდან. ამავე ლაყუჩებს გამოაქვთ ორგანიზმიდან მავნე ნახშირბადი, ამით კი მხარს უჭერენ სასარგებლო და საჭირო ნივთიერებების მიმოცვლას წყლის არსებებისათვის.

როგორ სუნთქავენ თევზები

თავდაპირველად, ჟანგბადი თევზის არტერიულ სისხლში ხვდება, რის შემდეგაც სხეულის თითოეულ უჯრედამდე აღწევს და კვებავს შიდა ორგანოებს. საბოლოო ჯამში, მათი ლაყუჩემი ისე მოქმედებს, როგორც ტუმბო: ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შტამბეჭდავი რაოდენობის წყალს ტუმბავენ თევზის ორგანიზმიდან. ჯერ ორგანო იხსნება და წყალს ისრუტავს, შემდეგ, როდესაც მთელს "მოსავალს" მიიღებს, იკუმშება და ნახშირბადს გამოყოფს. ამ პროცესის განმავლობაში თევზი მუდმივად აღებს პირს, რაც ქმნის შეგრძნებას, თითქოს ეს პროცესი ჰგავს ადამიანის სუნთქვის პროცესს. სუნთქვის მოცემული საშუალება პრაქტიკულად ავტომატურად მოქმედებს, ამიტომ მაშინაც, როდესაც თევზს სძინავს, მისი ორგანო გამართულად მუშაობს და ორგანიზმს ეფექტურობას უნარჩუნებს.

რაც შეეხებათ წყლის ფაუნის მეტად აქტიურ წარმომადგენლებს, მათ სჭირდებად მეტი ჟანგბადი, ვიდრე ნაკლებად აქტიურ თევზებს. მაგალითად, ზვიგენი, ტუნა და სკუმბრია მუდმივად გაღებული პირით დაცურავენ, რაც მათ ლაყუჩებს მეტი ჟანგბადის მოპოვებაში ეხმარება. სხვა ნაკლებად მოძრავი, პასიური თევზები პირს მხოლოდ პერიოდულად აღებენ, რადგან მათ ჟანგბადის ის დონეც ჰყოფნით, რომელსაც პირის ერთი გაღებით იღებენ. რაღა თქმა უნდა, თევზთა დიდ წარმომადგენლებს ლაყუჩებიც სხვანაირი აქვთ, ისინი უფრო სქელები არიან, და მათ მემბრანებსაც უნიკალური სახე აქვთ.

სუნთქვის პროცესის სხვა განსაკუთრებულობა აქტიური თევზებისთვის მათი მუდმივი მოძრაობაა. მათ ძილის დროსაც კი უნდა იმოძრაონ. თუ ისინი გაჩერდებიან, ჟანგბადის მიწოდება შეფერხდება, რაც მათ გაგუდვასა და შინაგანი ორგანოების გათიშვას გამოიწვევს.

წყარო: http://i-fakt.ru/kak-dyshat-ryby/