onlain sesxebi - ყველა

მიშელ ლოტიტო - ადამიანი, რომელიც ყველაფერს ჭამს

მიშელ ლოტიტო - ადამიანი, რომელიც ყველაფერს ჭამს

"ჩვენ ის ვართ, რასაც ვჭამთ". ასე თქვა ერთხელ ჰიპოკრატემ. მისი სიტყვები ახლაც აქტუალურია, მთელი მსოფლიოს დიეტოლოგები ბჭობენ იმაზე, თუ რისი ჭამაა სასარგებლო და რისი - არა. თუმცა ეს ყველაფერი ნაკლებად აინტერესებდა ფრანგ მიშელ ლოტიტოს, მას ხომ ყველაფრის ჭამა შეეძლო.

ყველაფერი 9 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მიშელმა, მეგობრების თვალწინ, გატეხა და შეჭამა ჭიქა. თავად ჭიქის ჭამის პროცესი ბიჭუნას მოეწონა, მალე მან რეგულარულად დაიწყო შუშის ბოთლების ჭამა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მალე მას მხოლოდ შუშა მოჰბეზრდა და მიშელმაც მენიუს გამრავალფეროვნება გადაწყვიტა.
მიშელ ლოტიტო - ადამიანი, რომელიც ყველაფერს ჭამს


ერთხელ ბაზარში, გაოცებული პუბლიკის წინაშე, მიშელ ლოტიტომ ნაწილებად დაშალა და შეჭამა ველოსიპედი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, უბრალოდ ჯაჭვზე შეიქმნა პრობლემა, ის ყელში გაეჩხირა, ექიმთან მისვლაც კი გახდა საჭირო.

მალე მიშელ ლოტიტო მიხვდა, რომ ეს ტალანტი ასე ტყუილად არ უნდა ეფლანგა. მან გადაწყვიტა გამოსულიყო როგორც არტისტი და მაყურებელი საკუთარი მადით გაეოცებინა. ის ჭამდა ყველაფერს ზედიზედ: ველოსიპედებს, ტელევიზორებს, საწოლებს, კომპიუტერებს. რაღა თქმა უნდა, არ ივიწყებდა საყვარელ კერძს - მინას.

თუმცა, ეს ყველაფერი წვრილმანი იყო. ერთხელ, მან გადაწყვიტა, რომ თვითმფრინავის შეჭმას შეეძლო. "მსხვერპლად" მან "სესსნას" მარკის თვითმფრინავი აირჩია, რომელსაც ლოტიტო მთელი 2 წლის განმავლობაში სიამოვნებით მიირთმევდა.
მიშელ ლოტიტო - ადამიანი, რომელიც ყველაფერს ჭამს


სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1959 წლიდან 1997 წლამდე ყველაფრისმჭამელმა ფრანგმა დაახლოებით 9 ტონა მასის ნივთი შეჭამა, რაც ჩვეულებრივი ადამიანისათვის არამარტო შეუძლებელი, არამედ ჯანმრთელობისთვის საშიშიც კი იყო. თავად ლოტიტო ამტკიცებდა, რომ ტრაპეზის დროს დისკომფორტს არ განიცდიდა. ის მეტალის ნივთებს ანაწევრებდა, უსმევდა მათ ზეთს და დიდი რაოდენობით წყალს აყოლებდა. ასეთი ორიგინალური მენიუს გამო მიშელ ლოტიტო გინესის რეკორდების წიგნშიცაა შეყვანილი.

რა თქმა უნდა, ლოტიტო ექიმების ყურადღების გარეშე ვერ დარჩებოდა. მათ განსაკუთრებული ყურადღებით გამოიკვლიეს მისი ორგანიზმი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მეტალის მჭამელის ორგანიზმი ადაპტირებულიყო ამ არაჩვეულებრივ დიეტასთან. მიშელის კუჭის კედელი 2-ჯერ უფრო სქელი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის, რაც მას დღეში 900 გრ მეტალის შეჭმის საშუალებას აძლევდა.

ადამიანი, რომელსაც ყველაფრის ჭამა შეეძლო, 2007 წლის 25 ივნისს, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. აი რაიმე დისკომფორტზე ორგანიზმში, რომელიც მეტალისმჭამელობას უკავშირდებოდა, მიშელ ლოტიტოს ექიმისათვის არასოდეს მიუმართავს.

ლოტიტოს გარდაცვალებიდან უკვე10 წელი გავიდა, მისი რეკორდის მოხსნა კი ჯერ ვერავინ გაბედა.

წყარო: http://i-fakt.ru/mishel-lotito-chelovek-sposobnyj-sest-vse/