onlain sesxebi - ყველა

კრიპტია - კანონიერი მკვლელობა სპარტაში

კრიპტია - კანონიერი მკვლელობა სპარტაში

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, სპარტელების აღზრდის მეთოდი ძალიან მკაცრი იყო. სპარტაში ხელი ეწყობოდა მეცნიერებას, ხელოვნებასა და ხელოსნობას. მიწის დამუშავება ევალებოდათ მონებს - ილოტებს. ჩვეულებრივი სპარტელისათვის ასეთი საქმიანობა სირცხვილად ითვლებოდა. წერა-კითხვაშიც კი ახალგაზრდებს მხოლოდ აუცილებელ საზღვრებში ასწავლიდნენ.

ერთადერთი, რასაც სპარტელი ღირსეულად და საამაყოდ თვლიდა - იყო ომი. უკვე შვიდი წლიდან ბიჭებს აგზავნიდნენ განსაკუთრებულ სკოლაში - აგელაში, სადაც ბავშვები იწვრთნებოდნენ გამბედაობაში, გამძლეობასა და შიშის დაძლევაში. თორმეტი წლიდან კი იწყებოდა სამხედრო წვრთნები "ნამდვილი მეთოდით". ახალგაზრდა სპარტელებს აჩვევდნენ სისასტიკესა და მოკვლისთვის მზაობას.

მოზრდილი მეომრების პირველი მსხვერპლნი ილოტები ხდებოდნენ. მონებზე თავდასხმას კრიპტია ეწოდებოდა. უფრო მეტიც, ეს მკვლელობა კანონიერი იყო. ეფორები, უმაღლესი სასამართლოს წარმომადგენლები სპარტაში, ომს უცხადებდნენ ილოტებს.

ახალგაზრდა მეომრები, მოკლე ხმლებით შეიარაღებულნი, თავს ესხმოდნენ ილოტთა სახლებს ან კლავდნენ მათ, ვინც მინდორში მუშაობდა. განსაკუთებით ფასდებოდა მსხვერპთან ჩუმად მიპარვისა და მისი ერთი დარტყმით საიქიოში გასტუმრების უნარი. ყველაზე მეტად ფიზიკურად ძლიერი ილოტების მოკვლას ცდილობდნენ, რადგან სწორედ მათ შეეძლოთ აჯანყების მოწყობა.

თუმცა მონები ყოველთვის მსხვერპლის როლში არ იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ილოტებს იარაღის ქონა ეკრძალებოდათ, ზოგიერთს მაინც გამოსდიოდა ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა თავდამსხმელისათვის. წარუმატებელი "ნადირობა" სპარტელისთვის სიკვდილითაც კი მთავრდებოდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მონების ბედი შესაშური ნამდვილად არ იყო. იმ სოფელში, სადაც მათი ამხანაგი კვდებოდა, სპარტელები რამდენიმე რაზმს აგზავნიდნენ. ისინი მთელ სოფელს ანადგურებდნენ და არ იძიებდნენ, თუ ვინ იყო დამნაშავე.

კრიპტიას მიზანი იყო არამხოლოდ სპარტელებისათვის მოკვლის ხელოვნების სწავლება, არამედ ილოტების დაშინებაც. მათ მუდმივ შიშში უნდა ეცხოვრათ. ილოტთა მაგალითზე ახალგაზრდა სპარტელებს ადამიანურ მანკიერებებსაც აჩვენებდნენ: მაგალითად, ათრობდნენ ილოტებს ღვინით, იმისთვის, რომ ახალგაზრდებს დაენახათ, თუ როგორ ცხოველად იქცეოდა ადამიანი სიმთვრალეში.

კრიპტიას დროს სპარტელები ცბიერ საქციელსაც სჩადიოდნენ. ერთხელ, ასობით ილოტმა თავი პოსეიდონის ტაძარს შეაფარა. ტაძარშია დამიანი ხელშეუხებლად ითვლებოდა. სპარტელები მათ დანდობას დაჰპირდნენ, თუ გამოვიდოდნენ. მათაც დაუჯერეს და ტაძრიდან გამოვიდნენ. ცოცხალი ვერავინ გადარჩა...

კრიპტიები სპარტის მთელი ისტორიის განმავლობაში არსებობდა. სასტიკი ტრადიცია სამუდამოდ მივიწყებას მიეცა, როდესაც საბერძნეთი რომის იმპერიამ დაიპყრო.

წყარო: http://i-fakt.ru/kriptiya-zakonnoe-ubijstvo-v-sparte/