onlain sesxebi - ყველა

10 ცნობილი პერსონაჟი, რომლის შექმნაც ავტორს რეალურმა ადამიანმა შთააგონა

ბარონი მიუნჰაუზენი
10 ცნობილი პერსონაჟი, რომლის შექმნაც ავტორს რეალურმა ადამიანმა შთააგონა

კარლ ფრიდრიხ იერონიმუს ფონ მიუნჰაუზენმა 13 წელი რუსეთში, სამხედრო სამსახურში გაატარა. როდესაც ჰანოვერში - თავის სამშობლოში დაბრუნდა, დაიწყო მისი აღმაფრთოვანებელი თავგადასავლების შეთხზვა. დროთა განმავლობაში მსმენელებმა შეწყვიტეს მისი დაჯერება.
მიუნჰაუზენის ახლა უკვე სასაცილო ისტორიები მთელ გერმანიაში გაიფანტა, ისინი ბერლინის ერთ-ერთ იუმორისტულ ალმანაქშიც კი დაიბეჭდა. მწერალმა რუდოლფ ერიხ რასპემ ეს მოთხრობები ერთ დიდ ნაწარმოებში გააერთიანა.

ცემახ შაბადი - ექიმი აიბოლიტი
10 ცნობილი პერსონაჟი, რომლის შექმნაც ავტორს რეალურმა ადამიანმა შთააგონა

ცემახ შაბადი დოქტორი აიბოლიტის პროტოტიპია. ის ძალიან უყვარდათ ბავშვებს, მათ საკუთარი შინაური ცხოველებიც ხშირად მოჰყავდათ მასთან სამკურნალოდ.
ჩუკოვსკი ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის მომსწრე გახდა და დღიურში ჩაიწერა: "და ვიფიქრე, როგორი საოცარი იქნებოდა ზღაპარი ასეთ კეთილ ექიმზე".

ჯეიმს მონტგომერი ფლეგი - ბიძია სემი
10 ცნობილი პერსონაჟი, რომლის შექმნაც ავტორს რეალურმა ადამიანმა შთააგონა

"ბიძია სემის" გამოსახულება ყასაბის სემუელ უილსონის წყალობით გაჩნდა. მან ამერიკელი ჯარისკაცებისთვის ხორცი დატოვა ქილებში, რომლებზეც იყო აღნიშნული «U.S.» (United States). ოფიციალური ვერსიის მიხედვით, ირლანდიელ მცველს ჰკითხეს, თუ რას ნიშნავდა ეს ორი ასო, მან კი ასე გაშიფრა: Uncle Sam (ბიძია სემი).
ამ ადამიანის პერსონიფიცირება ჯეიმს მონტგომერი ფლეგმა მოახდინა. მან აღიარა, რომ საკუთარი სახე ბიძია სემის მოდელისათვის გამოიყენა.

რუმინელი გრაფი ვლად III - გრაფი დრაკულა
10 ცნობილი პერსონაჟი, რომლის შექმნაც ავტორს რეალურმა ადამიანმა შთააგონა

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ვამპირის პროტოტიპი იყო ვალახეთის(რუმინეთი) თავადი ვლად III ბასარაბი. თავად სახელი დრაკულა ერჩივნა, რაც რუმინულ ენაზე "დრაკონის შვილს" ნიშნავს. თავადი ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი მმართველი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
მემატიანე მაიკლ ბეჰაიმი ასე აღწერდა დრაკულას ერთ-ერთ საუზმეს: როდესაც ტრაპეზის დრო მოვიდა, თავადმა უბრძანა სტუმრები სარებზე ჩამოეცვათ, მათი სისხლი კი სოუსად გამოიყენა.

ალექსანდრ სელკირკი - რობინზონ კრუზო
10 ცნობილი პერსონაჟი, რომლის შექმნაც ავტორს რეალურმა ადამიანმა შთააგონა

რობინზონ კრუზო შოტლანდიელი მეზღვაურის, სახელად ალექსანდ სელკირკის წყალობით გაჩნდა. მისი ფეთქებადი ხასიათის გამო ხშირად ეკამათებოდა კაპიტანს, რომლის გემზეც თავად მსახურობდა.
მორიგი კამათის შემდეგ სელკირკმა მოითხოვა მისი შემხვედრ კუნძულზე გადმოსმა. ასეთი კუნძული აღმოჩნდა დაუსახლებელი მას-ა-ტიერა, რომელზეც მეზღვაურმა 4 წელი და 4 თვე დაჰყო.

კლინტ ისტვუდი - როლანდ დისკეინი, "ბნელი კოშკი"
10 ცნობილი პერსონაჟი, რომლის შექმნაც ავტორს რეალურმა ადამიანმა შთააგონა

როლანდ დისკეინის გარეგნობა და მანერები სტივენ კინგმა აიღო ფილმიდან "კაცი სახელის გარეშე", რომლის მთავარი გმირი კლინტ ისტვუდი იყო.

ჟიულ ბრუნე - ნეითან ოლგრენი, "უკანასკნელი სამურაი"
10 ცნობილი პერსონაჟი, რომლის შექმნაც ავტორს რეალურმა ადამიანმა შთააგონა

ნეითან ოლგრენის პროტოტიპია ფრანგი ჟიულ ბრუნე (Jules Brunet). 1867 წელს ის იაპონიაში არტილერიის ინსტრუქტორად ჩავიდა.
ერთი წლის შემდეგ ფრანგული სამხედრო მისია სახლში დაბრუნდა, თუმცა ბრუნემ დარჩენა გადაწყვიტა. ის მონაწილეობდა უკანასკნელ ბრძოლაში ჰაკოდატეს მახლობლად.

უაითი ბალჯერი - ფრენკ კასტელო, "მიცვალებულნი"
10 ცნობილი პერსონაჟი, რომლის შექმნაც ავტორს რეალურმა ადამიანმა შთააგონა

ამერიკელი განგსტერისა და კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის უაითი ბალჯერის ბიოგრაფიამ შთააგონა "მიცვალებულნის" სცენარისტებს, შეექმნათ პერსონაჟი ფრენკ კოსტელო (ჯეკ ნიკოლსონი).
პროექტის ტექნიკური კონსულტანტი იყო ტომ დაფი, რომელიც თითქმის 30 წლის განმავლობაში მუშაობდა პოლიციის განყოფილებაში და მონაწილეობას იღებდა ბალჯერის დაჭერის პროცესში.

მანუელ ბლანკო რომასანტა - ჟან-ბატისტ გრენუი, "პარფიუმერი"
10 ცნობილი პერსონაჟი, რომლის შექმნაც ავტორს რეალურმა ადამიანმა შთააგონა

პატრიკ ზიუსკინდის წიგნის "პარფიუმერის" მთავარი გმირის პროტოტიპად ესპანელი სერიული მკვლელი მანუელ ბლანკო რომასანტა ითვლება. მას 13 მკვლელობას მიაწერდნენ, რომლიდანაც 9 ოფიციალურად დამტკიცდა. ის სასამართლოზე ამტიკებდა , რომ კლინიკური ლიკანტროფიით იტანჯებოდა და მკვლელობისას მაქციად გადაიქცეოდა ხოლმე.

ჰოვარდ ჰიუზი - ტონი სტარკი, "რკინის კაცი"
10 ცნობილი პერსონაჟი, რომლის შექმნაც ავტორს რეალურმა ადამიანმა შთააგონა

ჰოვარდ ჰიუზმა შთააგონა სტენ ლის, შეექმნა ტონი სტარკის პერსონაჟი. ეს ტავად მანაც დაადასტურა: "მე ყოველთვის მიყვარდა ჰოვარდ ჰიუზზე კითხვა. ვიფიქრე, რომ ძალიან კარგი იქნებოდა სუპერგმირის შექმნა, რომელიც არ შეესაბამებოდა მისი ფანატების სურვილებს. ჩვენი მკითხველების უმეტესობას არ უყვარდა მდიდარი ხალხი, მრეწველები და იარაღის მწარმოებლები".

წყარო: https://www.adme.ru/svoboda-kultura/10-realnyh-lyudej-s-kotoryh-rezhissery-filmov-spisali-nashih-lyubimyh-geroev-1623215/
Регистрация