onlain sesxebi - ყველა

ფუგუ - სასიკვდილოდ საშიში დელიკატესი

ფუგუ - სასიკვდილოდ საშიში დელიკატესი

ამ თევზისგან დამზადებული კერძები დიდი პოპლარობით სარგებლობენ იაპონიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში. თუმცა, ეს დელიკატესი , არასწორად მომზადების პირობებში სასიკვდილოდ საშიშია. კალიუმის ციანიდიც კი 100-ჯერ უფრო სუსტია მისი მოქმედებით, ვიდრე ეს უბრალო თევზი.

ამ თევზის გამოყენება იაპონიაში მეთექვსმეტე საუკუნეში აიკრძალა, რადგან ქვეყნის მთელი არმია კორეაში ლაშქრობის წინ მოიწამლა. მხოლოდ 200 წლის შემდეგ გასინჯა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ეს სასიკვდილოდ საშიში კერძი და მისი არაჩვეულებრივი გემოთი აღფრთოვანდა. მისი მოთხოვნის საფუძველზე მრავალწლიანი აკრძალვა მოიხსნა.

ფუგუს მომზადებას ყოველ მზარეულს არ ანდობენ. ამისათვის შესაბამისი კურსების გავლა და ლიცენზიის მიღებაა საჭირო. მაგრამ ეს ზომებიც კი არ გვაძლევს სრული უსაფრთხოების გარანტიას. ყოველწლიურად ათობით ადამიანი იწამლება ეკზოტიკური საკვებით. ტყუილად არ უარსებია იაპონიაში წესს, რომლის მიხედვითაც თუ სტუმარი საკვებით მოიწამლებოდა, მზარეულს ის თავად უნდა ეჭამა.

სიმონოსეკის დასახლებაში, კუნძულ ჰონსიუზე ცხოვრობს 500 მზარეული რომლებსაც ფუგუს მომზადების ლიცენზია აქვთ. ადგილობრივი ბაზრის წინ ფუგუს ბრინჯაოს ქანდაკებაც კი დგას.

ფუგუს მომზადება 30 მკაცრ ოპერაციას შეიცავს. იქიდან ერთიც რომ დაირღვეს - ლიცენზიასაც დაკარგავთ. შხამიანი ორგანოები, რომლებსაც თევზებს აჭრიან, მიწის ქვეშ, კონტეინერებში ინახება და მოგვიანებით იწვება.

იაპონელი ბიოლოგები დიდხანს ბჭობდნენ, შეეძლოტ თუ არა ამ თევზის უვნებელი ჯიშის გამოყვანა და ეს გამოუვიდათ კიდეც. ახლა იაპონიაში არსებობს მოსაშენებლები, სადაც ზრდიან მოსამზადებლად უსაფრთხო ფუგუს. თუმცა, ბევრი კლიენტი ამბობს, რომ უსაფრთხო ფუგუს ჭამა მოსაწყენია. როგორც ჩანს, მათ გემოს გარდა სასიკვდილო რულეტიც იზიდავთ.

მით უმეტეს, გურმანები აცხადებენ, რომ მზარეულების პროფესიონალიზმის მიუხედავად უმნიშვნელო საწამლავის დოზა მაინც რჩება თევზში. ამიტომაც, ხშირად, ადამიანი მისი ჭამის დროს ეიფორიას განიცდის. თითქოს ტანი გრძნობას კარგავს, შემდეგ კი ისევ ნორმაში დგება.

ტეტროდოტოქსინი - შხამიანი ნივტიერება, რომელსაც თევზი ფუგუ შეიცავს. ის სწრაფად აღწევს სისხლში და უკვე რამდენიმე წუთის შემდეგ იწყება მოწამვლის სიმპტომები: ქავილი ტუჩებსა და ენაზე.. შემდეგ იწყება გულის რევა, ორგანიზმი კარგავს მგრძნობელობას და ადამიანი სასუნთქი კუნთების პარალიჩით კვდება.

მოკლედ, იაპონელები თვლიან, რომ ფუგუს ჭამა სისულელეა, არ ჭამა კი - ასევე. ხოლო იაპონური ადათების მიხედვით ამ თევზისგან სიკვდილი ღირსეულ სიკვდილად ითვლება

წყარო: http://i-fakt.ru/fugu-smertelno-opasnyj-delikates/