onlain sesxebi - ყველა

ადამიანური მეხსიერების რეკორდები

ადამიანური მეხსიერების რეკორდები

ინგლისელ დომინიკ ო'ბრაიენს აკრძალული აქვს მსოფლიოს ყველა კაზინოში შესვლა. ეს გასაკვირი არაა: ის ფენომენალურ მეხსიერებას ფლობს, ამიტომაც ბანქოს დამახსოვრება მისთვის დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს. ახალი ენის სასწავლად ო'ბრაიენისათვის 2-3 დღეს საკმარისია, საათში ის 300-მდე ახალ სიტყვას იმახსოვრებს. 1994 წელს ის მეხსიერების ჩემპიონიც გახდა და 15 წუთსი 152 ჩინური სიტყვის დამახსოვრება შეძლო.

სხვა ინგლისელმა დენიელ ტამეტმა ბავშვობაში ეპილეფსიის ძლიერი შეტევის შემდეგ შეძლო გონებაში უძნელესი გამოთვლები ეწარმოებინა. ის ოპერირებდა რიცხვებით, რომელიც ასზე მეტი ნიშნისგან შედგებოდა.

ამერიკელი კიმ პიკი, რომელიც გახდა "წვიმის კაცის" მთავარი გმირის პროტოტიპი, რამდენიმე წამში იმახსოვრებდა ერთ გვერდ ტექსტს, ზეპირად იცოდა მანამდე წაკითხული 12 000-მდე წაკითხული წგინი, ახსოვდა აშშ-ს ყველა ქალაქი და ავტომაგისტრალი, ასევე ადვილად შეეძლო უკანასკნელი 2000 წლის კალენდრიდან ნებისმიერი თარიღის კვირის დღე ეთქვა.

ერთხელ, ა. ს. პუშკინმა მისი ნაწარმოების "ევგენი ონეგინის" მეხუთე თავი დაკარგა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც მოსკოვიდან პეტერბურგში მიემგზავრებოდა, ამიტომაც დიდ პოეტს მისი პოვნის იმედიც კი არ ჰქონდა. მას მისი ძმა ლევ პუშკინი დაეხმარა. ერთხელ პოეტი ამ თავს კითხულობდა, ძმა კი უსმენდა. ეს საკმარისი აღმოჩნდა თავის ბოლო სიტყვამდე აღდგენისათვის.

მოჭადრაკეები, როგორც ცნობილია, საკმაოდ კარგ მეხსიერებას ფლობენ. მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონს ალექსანდრ ალეხინს მის მიერ გაკეთებული თითოეული სვლა ახსოვდა. ხოლო ფრენკ ჯეიმს მარშალმა, ოციან წლებში ერთდროულად 155 დაფაზე ითამაშა. ამ მარათონის შემდეგ მარშალმა ზუსტად შეძლო 153 თამაშის აღდგენა.

სატელეფონო წიგნაკები - რა თქმა უნდა ისინი არ სჭირდება ჩინელ ჰუ იანლინს. მას ისედაც ახსოვს 15 000 ნომერი. კიდევ უფრო აღგვაფრთოვანებს პაულა პრენტისის რეზულტატი, რომელიც კუნძულ ტასმანიაზე ცნობათა ბიუროს სატელეფონო ოპერატორად მუშაობს. მას შეუძლია გაიხსენოს 120 000-ზე მეტი ტელეფონის ნომერი, მისამართი და დაწესებულების დასახელება. არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტი, რომ პაულა სკოლის მათემატიკის გამოცდაში ჩაიჭრა.

ბრიტანელი ბართოლომიუ პარკერ მეცხრამეტე საუკუნის ოცდაათიან წლებში სადაზღვეო კომპანიაში მუშაობდა. ერთხელ ხანძარმა მთელი დოკუმენტური ინფორმაცია გაანადგურა, ბიდერმა კი თანამშრომლები გადაარჩინა და 6 თვეში მთელი დოკუმენტაცია აღადგინა.

1934 წელს ბალერინა ლინა პომ დაკარგა მხედველობის უნარი გრიპის გამწვავების გამო. მას ბალეტის მიტოვება მოუწია, თუმცა ტალანტური ადამიანი ყველაფერში ტალანტურია: მან სკულპტორობა გადაწყვიტა. 14 წლის მანძილზე მან 100-ზე მეტი ცნობილი ადამიანის სკულპტურა შექმნა, მხოლოდ მეხსიერებით.

თანამედროვე ადამიანები გვარწმუნებდნენ, რომ ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსი სოკრატე ათენის ყველა მოსახლეს იცნობდა. მათი რაოდენობა კი მაშინ 30 000-ს შეადგენდა.

ატლანტის მაცხოვრებელ ჯო უოკერს თავის დროზე "მისტერ ბეისბოლის ენციკლოპედიას" ეძახდნენ. ნიჭიერი ბეისბოლის ჟურნალისტი გონებაში ათასობით თამაშის რეზულტატს ინახავდა, ახსოვდა ამ სპორტის ყველა ცნობილი ოსტატის ბიოგრაფია. ერთადერთი - რაც მას არ შეეძლო, პირდაპირი რეპორტაჟის წაყვანა იყო. ბიჭი ბავშვობაში დაბრმავდა მაგრამ სპორტულ ჟურნალისტობაზე უარი არ უთქვამს. მან დაკარდა მხედველობა და მხოლოდ საკუთარ მეხსიერებას უნდა დაყრდნობილიყო.

წყარო: http://i-fakt.ru/rekordy-chelovecheskoj-pamyati/