onlain sesxebi - ყველა

"ტიტანიკი" ეგვიპტურმა მუმიამ დაღუპა

"ტიტანიკი" ეგვიპტურმა მუმიამ დაღუპა


მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციან წლებში არქეოლოგებმა კაიროდან არც ისე შორს აღმოაჩინეს ამენჰოტეპ VI-ს დროინდელი (XVI საუკუნე ჩვენ წელთაღრიცხვამდე) ქურუმის მუმია. მალე ის ვიღაც ინგლისელმა შეისყიდა, რომელიც საკმაოდ გატაცებული იყო ძველი ეგვიპტის კოლექციური ექსპონატების შეგროვებით.

როდესაც შეძენილი ნივთით ინგლისში დაბრუნდა, კოლექციონერმა გადაწყვიტა ფოტო გადაეღო ქურუმის სურათისათვის, რომელიც მის სარკოფაგზე იყო გამოსახული. თუმცა ფოტოგრაფმა აცნობა, რომ ფირის გამჟღავნებისას მასზე უცნობი ქალის სახე აღმოაჩინა, რომელსაც საშინელი სახე ჰქონდა.

მუმიის სუვერენულმა მფლობელმა სასწრაფოდ აჩუქა ის ბრიტანულ მუზეუმს. სულ რაღაც რამდენიმე კვირის შემდეგ მუზეუმის მსახური, რომელმაც საჩუქარი მიიღო, უეცრად გარდაიცვალა. მის დამხმარეს ფეხი აუცურდა და სერიოზული ტრამვები მიიღო. ფოტოგრაფს, რომელმაც მუმიის სარკოფაგისათვის სურატის გადაღება გადაწყვიტა, გზაში სახლისკენ, მატარებლის კარებმა თითები მოატეხა.

თუმცა ეს იმ უსამოვნო მოვლენათა დასაწყისი იყო მათთვის, ვისაც რაიმე შეხება ჰქონია ამ მუმიასთან. მაგალითად, ჟურნალისტი, რომელმაც მასზე დაწერა, მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა. მუზეუმის შემთხვევითი სტუმარი, რომელმაც ქურუმზე უარყოფითი რეაქცია გამოხატა, მალე სამუშაოდან გამოაგდეს, მისი შვილი კი გაგიჟდა და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა.

ტრაგედიას ვერ გადაურჩნენ ისინი, ვინც მუმიაზე ეგვიპტეში მუშაობდნენ. არქეოლოგმა, რომელმაც ის ამოთხარა, მალე შემთხვევით ხელში ისროლა თოფი. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ხალხისგან შორს შეენახა ეს ექსპონატი და სარდაფში ჩაიტანეს.

ცოტა ხანში მისი ყიდვა ერთ ამერიკელ კოლექციონერს მოუნდა და მუზეუმის თანამშრომლებმაც დიდი სიხარულით გაატანეს მას ექსპონატი. ლორდ კენტერვილს უნდა გადაეტანა ის ოკეანის გადაღმა მის ახალ მფლობელთან.

უახლოესი ხომალდი, რომელიც იქით მიდიოდა, "ტიტანიკი" აღმოჩნდა. ასეთი ძვირფასი ნივთის შენახვა ტრიუმში არ უნდოდათ, ამიტომ ის კაპიტნის ხიდთან ახლოს, ყუთში მოათავსეს. არსებობს ლეგენდა, რომ ქურუმმა აქაც გადაწყვიტა შური ეძია ადამიანებზე, რომლებმაც მისი სიმშვიდე დაარღვიეს. გადარჩენილები ირწმუნებოდნენ, რომ კაპიტანმა აისბერგთან შეჯახებამდე ცოტა ხნით ადრე თავად გადაწყვიტა ენახა ეს მუმია.

ბევრმა ჩათვალა, რომ სწორედ ამ შეხვედრამ იქონია გავლენა მოხუც "ზღვის მგელზე": მან დაიწყო უცნაურად მოქცევა, არ მიუქცევია ყურადღება იმ გაფრთხილებებისთვის ბევრი აისბერგის შესახებ და არ გაუცია ბრძანება სიჩქარის დაწევის შესახებ. შეიძლება, ეს უბრალო ლეგენდაა, მაგრამ მუმიამ მეორედ მოიპოვა საუკუნო სიმშვიდე, ამჯერად ატლანტის ოკეანის ცივ წყლებში.

წყარო: http://i-fakt.ru/titanik-pogubila-egipetskaya-mumiya/