onlain sesxebi - ყველა

არაჩვეულებრივი ბიზნესი - დროით ვაჭრობა

არაჩვეულებრივი ბიზნესი - დროით ვაჭრობა

თავისებური ბიზნესი 1836 წელს ჩამოაყალიბეს ცოლ-ქმარმა ჯონ და მარია ბელვილებმა. მათ გადაწყვიტეს დროით ვაჭრობა. ეს ასე გამოიყურებოდა - ახლადგამოჩენილი ბიზნესმენები ყოველდღიურად სტუმრობდნენ გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიას და საკუთარი ქრონომეტრით ზუსტ დროს აყენებდნენ. ისტორიამ ამ ქრონომეტრის მარკა და ნომერიც კი შემოინახა: «Arnold» №485/786.

შემდეგ ზუსტი დრო უნდა მიეწოდებინათ კლიენტებისთვის: მათთვის, ვისაც სწორი დრო სჭირდებოდა. ბელვილის ოჯახს 200-მდე მუდმივი დამკვეტი ჰყავდა, ძირითადად - ლონდონელი მესაათეები.

ჯონი 1856 წელს გარდაიცვალა, მის ცოლს მრავალი წლის განმავლობაში მარტო უწევდა მუშაობა. მხოლოდ 1892 წელს გადავიდა მისი განსაკუთრებული ბიზნესი მისი ქალიშვილის რუთ ბელვილის მფლობელობაში. ის მეოცე საუკუნეშიც კი აწვდიდა ხალხს ზუსტ დროს. ამ დროს კი რუთს კონკურენტები გამოუჩნდნენ. მაგალითად, ვინმე ჯონ ვინი მონაცემების გასაგზავნად ტელეგრაფს იყენებდა და რუთი არაერთხელ გაუკრიტიკებია იმისთვის, რომ ის არქაულ გზას იყენებდა დროის მისაწოდებლად. თუმცა რუთი არ ნებდებოდა და კლიენტებიც დღითიდღე ემატებოდნენ.

არაჩვეულებრივი ბიზნესი - დროით ვაჭრობა

გაცილებით საშინელი ზიანი მიაყენა რუთ ბელვილის ბიზნესს BBC-ს რადიოსადგურმა, რომელმაც 1924 წლიდან ზუსტი დროის სიგნალის გადაცემა დაიწყო. ამის შემდეგ რუთს მხოლოდ რამდენიმე ერთგული მომხმარებელი დარჩა. თუმცა დამსახურებულ შვებულებაში დროის გამყიდველი მხოლოდ 1940 წლისთვის გავიდა, ხანდაზმულობის გამო - მაშინ მას 86 წელი უსრულდებოდა და ყოველდღე 12 მილის გავლა ობსერვატორიამდე ძნელი გახდა.

ამის შემდეგ ბელვილმა კიდევ 3 წელს იცოცხლა და 1943 წელს გარდაიცვალა, რამდენიმე წელი აკლდა ოთხმოცდაათამდე. სხვათა შორის, მისი ცხოვრების ბოლო წლებში არასოდეს ავიწყდებოდათ ჟურნალისტებს, ისინი ხშირად სტუმრობდნენ მოხუც ქალბატონს, რათა ინტერვიუ აეღოთ არაჩვეულებრივი ბიზნესის მემკვიდრისაგან. 2008 წელს გრინვიჩის ნაციონალურმა მუზეუმმა რუთ ბელვილზე წიგნიც კი გამოსცა. მისი ქრონომეტრი კი მუზეუმის მესაათეთა ასოციაციას გადეცა.

წყარო: http://i-fakt.ru/neobychnyj-biznes-prodazha-vremeni/