onlain sesxebi - ყველა

როგორ დატოვა ღარიბმა მილიონიანი მემკვიდრეობა

როგორ დატოვა ღარიბმა მილიონიანი მემკვიდრეობა
"კურტი - თუნუქის ქილა". სწორედ ასეთი სახელით იყო ცნობილი სკელლეფტეაში, პატარა შვედურ ქალაქში, კურტ დეგერმანი. ამ მათხოვრის ცხოვრება არაფრით განსხვავდებოდა მისი კოლეგების ცხოვრებისგან. მისი ძირითადი რაციონი შედგებოდა საჭმლის ნარჩენებისგან, რომლებსაც სანაგვეზე პოულობდა, ის არც ტანსაცმელზე ხარჯავდა რაიმეს, რადგან მათაც სანაგვე კონტეინერებში პოულობდა.

ნათესავებს დიდი ხნის წინ ჩაექნიათ ხელი დეგერმანზე, არც მისი არსებობა აინტერესებდა რომელიმეს. კურტი ნათესავებმა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაიხსენეს. ის 2008 წელს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, სანაგვე ურნებში 30 წლიანი ქექვის შემდეგ. აი მაშინ მოხდა ყველაზე საინტერესო. აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეში მან შეადგინა ანდერძი. ის მთელს ქონებას უტოვებდა ბიძაშვილს, ერთადერთ ადამიანს, რომელიც პერიოდულად მოდიოდა მასთან და ეხმარებოდა "ღარიბს".

თუმცა, რა შეიძლება დატოვოს უსახლკარო ადამიანმა? დახეული ტანსაცმელი და მიზერული თანხა, რომელიც თუნუქის ქილების შეგროვებით იშოვა? არა, ყველაფერი გაცილებით საინტერესო იყო. ფულს, რომელსაც დეგერმანი ჯართში იღებდა, დებდა ოქროსა და ფასიან ქაღალდებში. ასევე ჰქონდა საკმაოდ სოლიდური ანგარიში ბანკში.

ანდერძმა შოკში ჩააგდო ყველა, ვინც კურტ დეგერმანს იცნობდა. "ღარიბი" 8 მილიონი შვედური კრონის რირებულებიც აქციებსა და ფასიან ქაღალდებს ფლობდა, ეს მილიონ დოლარზე მეტია. საბანკო საკანში 124 ოქროს ზოდი ინახებოდა, რომელთა საერთო ღირებულება 300 000 დოლარს შეადგენდა. კიდევ 6 500 დოლარს დეგერმანი მშობლიური ქალაქის ადგილობრივ ბანკში ინახავდა.

როგორ შეეძლო ღარიბ ადამიანს ასეთი თანხის შეგროვება? აი აქ ნათესავებმა დაიწყეს მიცვალებულის ქება. მათი სიტყვებით კურტს ნამდვილი ფინანსისტის ტალანტი ჰქონდა. ის რეგულარულად სტუმრობდა ადგილობრივ ბიბლიოთეკას (რათა გაზეთებში ფული არ დაეხარჯა) და კითხულობდა ეკონომიკურ სიახლეებს. ამიტომაც ინვესტიციებში კარგად ერკვეოდა.
როგორ დატოვა ღარიბმა მილიონიანი მემკვიდრეობა


სხვათა შორის, ნათესავებმა დაიწყეს არამარტო მისი ქება, არამედ აქტიურად ამტკიცებდნენ იმას, რომ საოცარი მემკვიდრეობის წილი მათაც ეკუთვნოდათ. მაგალითად, მიცვალებულის ბიძამ განაცხადა, რომ მისი ძმისშვილი ცოტათი "გონზე ვერ იყო", რაც იმას ნიშნავდა, რომ მას არ შეეძლო ანდერძის შედგენა. ნათესავებმა თავად ვერ შეძლეს ქონების გაყოფა და სასამართლოს მიაკითხეს.

სასამართლო პროცესი 4 თვე გრძელდებოდა, მისი შედეგები არ გამოცხადებულა, მხოლოდ ის შეგვატყობინეს, რომ თითოეული მხარე კმაყოფილი დარჩა. ამის შემდეგ ნათესავები სიამოვნებით ყვებოდნენ მოგონებებს კურტის შესახებ. მათი თქმით ის შესანიშნავად სწავლობდა სკოლაში და ბრწყინვალე კარიერის გაკეთება შეეძლო, თუმცა მოგვიანებით მან ვერ იპოვა საკუთარი თავი ამ საზოგადოებაში და სოციალურ კიბეზე რამდენიმე საფეხურიტ დაბლა ჩასვლა არჩია.

წყარო: http://i-fakt.ru/kak-nishhij-ostavil-millionnoe-nasledstvo/
Регистрация