mome.ge

სად მდებარეობს ტუტანხამონის აკლდამა

სად მდებარეობს ტუტანხამონის აკლდამა

ეგვიპტელი ფარაონი ტუტანხამონი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა პიროვნებად, რომლის არსებობისაც ისტორიკოსებს არ სწამდათ. მართლაც, ძველი ეგვიპტის მმართველმა, ისტორიული მონაცემებით, 20 წლამდეც ვერ იცოცხლა, ვერ დატოვა მის შემდეგ რაიმე ღირებული მემკვიდრეობა. თუმცა 1922 წელს მისი არსებობის ფაქტი დამტკიცდა, როდესაც ერთ-ერთმა არქეოლოგმა გვარად კარტერმა აღმოაჩინა აკლდამა სავსე ძვირფასეულობით, და რა თქმა უნდა სარკოფაგით.

ცოტაოდენი რამ ტუტანხამონის შესახებ

რაც შეეხება მისი მმართველობის პერიოდს, დროის ეს მონაკვეთი მრავალი იდუმალებითა და ამოცანებითაა სავსე. მაშინდელი დროისთვისაც კი, ადამიანის ასეთ ახალგაზრდულ ასაკში გარდაცვალება ძალიან იშვიათ შემთხვევად ითვლებოდა. ისტორიკოსები ამბობენ, რომ მმართველი შეიძლებოდა გარდაცვლილიყო შემდეგი მიზეზების გამო:
  • სასიკვდილო ტრამვები, რომლებიც ეტლიდან ჩამოვარდნისას მიიღო (ფარაონს უყვარდა დროის გატარება ეტლებით შეჯიბრში);
  • ის მოკლეს მზაკვრებმა, რომლებსაც კანონიერი მმართველის ჩამოგდება უნდოდათ;
  • ტუტანხამონი უკურნებელი სენით იტანჯებოდა;
  • ფარაონი ცუდი მემკვიდრეობის გამო დაიღუპა

საიდუმლო არაა, რომ აღწერილი ფარაონი ამ ქვეყანას მამამისის - ეხნატონისა და მისი დის ინტიმური კავშირის შედეგად მოევლინა. იმ დროს ამას არავინ იკვლევდა, ქურუმებმა და მკურნალებმაც არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ სისხლის აღრევა დამღუპველად აისახება შთამომავლობაზე. თავა ტუტანხამონმაც კანონიერ ცოლად საკუთარი და ანქესენამონი შეირთო, თუმცა მათ შვილების გაჩენა ვერ მოასწრეს.

სად მდებარეობს მისი საფლავი?


მეფეთა ველი - ასე ეწოდება ადგილს, რომელსაც არქეოლოგები უკვე რამდენიმე ასეული წელიწადია ასუფთავებენ. სწორედ აქ დაასაფლავეს ტუტანხამონი 10 ახლო პირთან ერთად. ველი განთავსებულია ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ლუქსორის მახლობლად.

ფარაონის აკლდამის ძებნა ჯერ კიდევ 1916 წელს დაიწყო, იმ მომენტისათვის კარტერსა და მის მეწყვილეს ლორდ კარნარვონს ყველა დასცინოდა და აბუჩად იგდებდა. მკვლევრებმა თავიანთი თეორიისათვის ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, თუმცა ასეთ მდგომარეობასაც არ შეუშლია ხელი მათთვის თანხების მოძიებაში.

საინტერესო ფაქტია ის, რომ როდესაც მკვლევრები პირველად ჩავიდნენ აკლდამაში (1922 წელს), მაშინვე შეამჩნიეს რომ იქ უკვე ვიღაც იყო ნამყოფი. ყველგან დოქების ნამსხვრევები და სხვა საგნები ეყარა. ეს ნამდვილად საფლავის ქურდების ვიზიტზე მიუთითებდა. თუმცა გასაკვირია, რომ განძისათვის ხელი არავის უხლია, შესაძლოა მძარცველები დაბრუნებას გეგმავდნენ.

წყევლა?


აღმომჩენებისთვის ამ მოვლენას უკვალოდ არ ჩაუვლია. სარკოფაგის აღმოჩენიდან რამდენიმე წელიწადში ლორდი კარნარვონი გარდაიცვალა, შემდეგ კი ეს ბედი 10 ადამიანსაც ერგო, რომელიც ელემენტალურ სამუშაოს ასრლებდა. ვიღაც სისხლის დაავადებისგან მოკვდა, ვიღაც ნათესავმა მოკლა, სხვამ თავი მოიკლა. ამ თეორიის სჯეროდა და სჯერა ბევრს, თუმცა ის დღემდე მაინც დაუმტკიცებელია.

წყარო: http://i-fakt.ru/gde-naxoditsya-grobnica-tutanxamona/
Регистрация