onlain sesxebi - ყველა

ანგელოზის ქანდაკება ათასობით დანისგან

ანგელოზის ქანდაკება ათასობით დანისგან

მსოფლიოში მრავალი ხელოვნების ნიმუში არსებობს, რომელიც გვაოცებს არა მხოლოდ გარეგნული ხედით, არამედ მისი წარმოშობის ისტორიით. მაგალითად, ბრიტანელმა მხატვარმა 10000 დანისაგან ულამაზესი ანგელოზი შექმნა. შემქმნელია ალფი რედლი, რომელმაც მასალად არც ისე სტანდარტული, სამზარეულოს ნივთები გამოიყენა.
როგორც ის გვარწმუნებს, მისი ნამუშევრები შეიცავს განსაკუთრებით ბასრ ნივთებს, რომლებითაც სხვადასხვა დამნაშავეები კანონის დარღვევას ცდილობდნენ. ზოგიერთი ნივთი მას სამართალდამცავმა ორგანოებმაც კი გადასცეს. მოკლედ, ასეა თუ ისე თითოეულ დანას საკუთარი ისტორია გააჩნია.
ავტორი ამბობს, რომ ზოგიერთი ცივი იარაღი დანაშაულის ბიოლოგიური ნარჩენებით იყო გასვრილი. მას ხარისხიანი წმენდის ჩატარება მოუწია, სანამ მათ შეადუღებდა.
ანგელოზის ქანდაკება ათასობით დანისგან

ძირითადი სხეულის დამთავრების შემდეგ პოლირებით დაკავდა. ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ანგელოზის ხელები არ შეიცავს ცივ იარაღს.
აღსანიშნავია, რომ თავად ანგელოზი მშვიდობის სიმბოლოა და ცოტათი ძნელია მასთან ასეთი სამშენებლო მასალის დაკავშირება. თუმცა სწორედ ასეთი გზავნილი დაგვიტოვა ავტორმა - ყველას აქვს საკუთარი ცოდვების მონანიების შესაძლებლობა.
ალფის პირად საიტზე, სამუშაოების დაწყებამდე გამოაქვეყნეს შეტყობინება, რომ მონაწილეობის მირება ნებისმიერს შეეძლო. მას უნდოდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიმხვდარიყო მის იდეას და ჩაფიქრებულიც რეალიზაციაში მოეყვანათ.
ანგელოზის ქანდაკება ათასობით დანისგან

როდესაც ანგელოზზე მუშაობა დასრულდა, ალფი რედლი დაუკავშირდა ლონდონის მმართველობას და ქანდაკების ტრაფალგარის მოედანზე დადგმა სთხოვა. თუმცა მათ უარი უთხრეს და არგუმენტი წარმოადგინეს, რომ ასეთი დეკორატიული ელემენტი დიდ საშიშროებას ატარებს ახლოს მისული სტუმრებისათვის და შესაძლოა მმართველობა ცუდ მდგომარეობაში ჩააგდოს. თუმცა ალფი არ ნებდება და ბრძოლას აგრძელებს!

წყარო: http://i-fakt.ru/statuya-angela-iz-tysyach-nozhej/