onlain sesxebi - ყველა

რამდენიმე ისტორია წარმატებულ ფსონზე

რამდენიმე ისტორია წარმატებულ ფსონზე

ბუკმეკერული კომპანიები ყოველთვის იზიდავდნენ ადამიანებს, ზღაპრულად გამდიდრების შესაძლებლობით. ეს მარტივია, უბრალოდ იღბლიანი ფსონი უნდა დადო. თუმცა, ამავე დროს, ჯანსაღად მოაზროვნე ოპონენტები გვეუბნებიან, რომ ბუკმეკერს ვერ მოუგებ და ორგანიზატორები ყოველთვის პლიუსში რჩებიან. რა თქმა უნდა - ბუკმეკერები თავის საქმის პროფესიონალები არიან, თუმცა დიდი გამარჯვებებიც არც ისე ცოტა ახსოვს ისტორიას.

გინესის რეკორდების წიგნში დაფიქსირებულია ინგლისელი კეტრინ ასვორტის შედეგი. მას იღბალი 1929 წელს ეწვია: მან დოღზე 10 პენსი დადო, გამოიცნო თითოეული წრის გამარჯვებული და მიიღო 341 ფუნტი სტერლინგი. ესე იგი საკუთარ ფსონზე 3410-ჯერ მეტი.

1984 წელს აზარტული თამაშების მოყვარულმა ინგლისელმა ედვარდ ჰოდსონმა 55 პენსი დადო ცხენზე, რომლის შანსები საშნილად დაბალი იყო და 396748:1-ად ფასდებოდა. ყველასგან მოულოდნელად, ამ ცხენმა გაიმარჯვა. მოგებამ 2 მილიონ ფუნტზე მეტი შეადგინა. თუმცა ჰოდსონი მილიონერი ვერ გახდა, რადგან ამ დაწესებულებაში მოგების ლიმიტი 3000 ფუნტი იყო.

საბერძნეთის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა მთელი ქონება დააგროვა, რომელიც ფანატიკურად იყო განწყობილი მისი საყვარელი გუნდის მიმართ. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ მან ბერძნული გუნდის გამარჯვებაზე 7330 დოლარი დადო 50:1 კოეფიციენტზე. გუნდის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ 14660 დოლარი 10:1 კოეფიციენტზე დადო. გუნდის ჩემპიონატში გამარჯვებამ მხარდამჭერს 607 000 დოლარი მოუტანა.

ერთ-ერთ ბელორუსიელ ჰოკეის გულშემატკივარს არ უნდოდა დიდი თანხებით გარისკვა, თუმცა მისი რწმენა დაეხმარა ფულის შოვნაში. 2002 წელს, სოლტ-ლეიკ სითის ოლიმპიური თამაშების დროს, მან ბელორუსიული გუნდის აშშ-სთან გამარჯვებაზე 35 დოლარი დადო. ბუკმეკერები ძვირად აფასებდნენ ბელორუსების შანსებს და ფსონებს 30:1-ში იღებდნენ. მოხდა სასწაული და გულშემატკივარმა 1050 დოლარი მოიგო. მილიონები არაა, მაგრამ ესეც არაა ცუდი.

2008 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების დროს, ფანატიკური ფსონი გააკეთა გულშემატკივარმა, რომლის სახელიც უცნობი დარჩა. მან 14 მატჩის შედეგი გამოიცნო და თითოეულზე 50 ცენტი ედო. ბედნიერმა ადამიანმა 105 000 დოლარი მოიგო. ალბათ ინანა კიდეც, რომ მეტი არ დადო.

არც ისე იშვიათად, მოთამაშეები მოგებულ თანხას კეთილ საქმეს ახმარენ. მაგალითად, ერთ-ერთმა ფრანგული ბანკის მსახურმა, რომელმაც 6 მილიონი ევრო მოიგო, ნახევარი ბავშვთა სახლს გადასცა.

2000 წლის დადგომამდე ერთი დღით ადრე, მიიღებოდა ფსონები სამყაროს დასასრულზე. კოეფიციენტი 1:100000 იყო. გაუგებარი მხოლოდ ისაა, ვინ გადაიხდიდა, თუ მსოფლიოზე სიცოცხლე შეწყდებოდა?

წყარო: http://i-fakt.ru/neskolko-istorij-pro-udachnye-stavki/